როგორ შეიძლება 2 წლის ასაკში განვსაზღვროთ, დაახლოებით, რა სიმაღლის გაიზრდება ბავშვი და უწყობს, თუ არა ვიტამინებისა და საკვების პროდუქტების მიღება ზრდას ხელს - ზაზა თელია არსებულ მითებსა და მშობელთა წარმოდგენებზე
პირველი, ყველაზე მარტივია და 2x2 მეთოდი ჰქვია - ბიჭების შემთხვევაში, 2 წლის ასაკში გაზომილი სიმაღლე უნდა გავამრავლოთ ორზე. გოგონების შემთხვევაში, 1,5 წლის ასაკში გაზომილი სიმაღლე უნდა გავამრავლოთ 2-ზე. ეს ადამიანის მაქსიმალური სიმაღლე იქნება. მაგალითად, თუ 2 წლის ასაკში ბიჭის სიმაღლე 90 სანტიმეტრია, უნდა გავამრავლოთ 2-ზე და სავარაუდოდ, 180 სანტიმეტრამდე გაიზრდება. ფორმულა ამას ასახავს და გარკვეული ტიპის სამეცნიერო მტკიცებულებებზეა დამყარებული. არ არის სულ ზუსტი, მაგრამ ეს ოთხი მეთოდი, სხვებთან შედარებით, ყველაზე სარწმუნოდ ითვლება.
მეორე მეთოდი ყველაზე ზუსტად ითვლება. მას კამის-როშეს მეთოდი ჰქვია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ინტერნეტში მოიძიოს. ბიჭის შემთხვევაში სხვა ფორმულაა, გოგონას შემთხვევაში - სხვა. გაგრძელება