ავტომექანიკოსი გვაფრთხილებს, რომელ ღილაკს არ უნდა დააჭიროთ არასდროს მანქანის მართვისას
რომელ ღილაკს უნდა მოერიდოთ მართვის დროს, თუ არ გინდათ გზაზე დაიძინოთ, რამაც შეიძლება უბედური შემთხვევა გამოიწვიოს.
თავის ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში ავტომექანიკოსმა კილმერმა ისაუბრა კონდიციონერის ფუნქციებზე და იმაზე, თუ რატომ შეიძლება გავლენა იქონიოს ნახშირორჟანგის დონეზე მანქანაში.
"მინდა გითხრათ, რომ კონდიციონერმა უნდა იმუშაოს სუფთა ჰაერზე და არა რეცირკულაციაზე. ფაქტია, რომ რეცირკულაცია შესაფერისია, როცა გარეთ ძალიან ცხელა და მანქანის უფრო სწრაფად გაგრილება გინდათ", - ამბობს ექსპერტი.
ეს შეიძლება მცირე საშიშროებას წარმოადგენდეს ხანგრძლივ მოგზაურობებში, რადგან ნახშირორჟანგის დონე დაიწყებს მატებას ჟანგბადის დონის მატებასთან ერთად, თქვა კილმერმა.
"ჟანგბადის ნაკლებობა გაგრძნობინებთ ძილიანობას, ამიტომ დატოვეთ იგი ჩართული გზატკეცილზე გრძელი მოგზაურობისას. როდესაც გარე ტემპერატურა დაბალია, რეცირკულაცია კარგად მუშაობს მანამ, სანამ უკანა ფანჯრები ოდნავ ღიაა," - დასძინა ტექნიკოსმა.
მისივე თქმით, უკანა სავარძელთან ფანჯრები ოდნავ ღია უნდა დარჩეს.
ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მძღოლებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ შორ მანძილზე, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ ნახშირორჟანგის საშუალოზე მაღალმა დონემ მანქანაში შეიძლება შეაფერხოს მძღოლის შემეცნებითი შესაძლებლობები და შეამციროს რეაქციის დრო დროთა განმავლობაში.
რა ნივთები უნდა გქონდეთ მანქანაში ყოველი შემთხვევისთვის
როგორ გავწმინდოთ მანქანის საქარე მინა გარედან სწორად
როგორ ავიცილოთ თავიდან აღმართზე მანქანის დაგორება
ცოტამ თუ იცის რა ფუნქციას ასრულებს ეს სახელური მანქანის კარის ზემოთ - როგორ გამოიყენოთ ის სწორად!