როგორ დავიბრუნოთ ხუთი წლის წინანდელი მხედველობა
მოერიდეთ თვალის დაძაბვას დღის განმავლობაში. 2-3 საათში ერთხელ დახუჭეთ თვალები რამდენიმე წუთით და დატკბით სიმშვიდით.
წარმოგიდგენთ 16 ძირითად და კარგად ცნობილ თვალის ვარჯიშს. გააკეთეთ ისინი ყოველდღე.
დაიზილეთ თვალები ნაზი წრიული მოძრაობებით. გადაიტანეთ 1-დან 6-მდე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე: უმჯობესია გამოიყენოთ შუა და საჩვენებელი თითები თვალის კაკალზე დასაჭერად. პროცესის დროს უნდა იგრძნოთ წნევა, მაგრამ არა ტკივილი.
ღია ცის ქვეშ სეირნობისას შეეცადეთ უფრო ხშირად გაიხედოთ შორს.
დალიეთ სტაფილოს წვენი რაც შეიძლება ხშირად. სასურველია ყოველდღე. თუ მაქსიმალური ეფექტი გსურთ, დაუმატეთ ერთი-ორი წვეთი ზეითუნის ზეთი: გემოს არ შეცვლის, მაგრამ სტაფილო იდეალურია თვალისთვის საჭირო ნივთიერებების შესაწოვად.
როცა თვალები დაგეღლებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მოერიდეთ კომპიუტერის, სმარტფონის ან ტელევიზორის ეკრანს დაძინებამდე ორი საათით ადრე მაინც.
სცადეთ ინდური "ტრატაკას" ვარჯიში. ის ავარჯიშებს თქვენს თვალებს და გონებას ეხმარება ფოკუსირებაში. დაჯექით სივრცეში დამაგრებული პატარა ობიექტის წინ (მაგალითად, სანთელი) და გაამახვილეთ თქვენი მზერა მასზე. ნუ ახამხამებთ. დარწმუნდით, რომ ობიექტის გამოსახულება მკაფიოდ არის აღბეჭდილი თქვენს მეხსიერებასა და ტვინში. შემდეგ დახუჭეთ თვალები, შეეცადეთ შეინარჩუნოთ გამოსახულება რაც შეიძლება დიდხანს. ივარჯიშეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
როგორ გამოვიყურებოდეთ ლამაზად სათვალის ტარებისას
როგორ შეინარჩუნოთ ფხიზელი გონება და კარგი მეხსიერება ნებისმიერ ასაკში - 4 სავარჯიშო