ერთადერთი და ნატურალური მეთოდი, მოაშოროთ საშინელი სუნი სამზარეულოს ნიჟარას
რატომ იჭედება ნიჟარა?
აბაზანის ჩაკეტილი სანიაღვრე გამოწვეულია თმის, ჭუჭყის, ცხიმის ან საპნის ნარჩენების დაგროვებით. შედეგად, სანიაღვრე ხვრელი იკეტება და უამრავ პრობლემას იწვევს.
თუ წყალი ნელა გადის, აბაზანაზე ან შხაპის პადონზე ჭუჭყის მოლიპული ფენა წარმოიქმნება, რაც საფრთხეს და ჰიგიენურ რისკს უქმნის ყველას, ვინც მას იყენებს.
როგორ გავწმინდოთ აბაზანისა და სამზარეულოს ნიჟარები
ექსპერტები გვირჩევენ ნიჟარის გაწმენდა ბუნებრივი გზით სცადოთ. ამისთვის დაგჭირდებათ სოდა, ძმარი და ცხელი წყალი.
ჩაასხით სოდა და ძმარი ხვრელში და გააჩერეთ 30 წუთი. ამის შემდეგ ჩაასხით მასში მდუღარე წყალი.
სოდა და ძმარი არის ბუნებრივი ხსნარი, რომელიც უსაფრთხოა, ქიმიკატების გამოყენებასთან შედარებით. სოდა შლის ჭუჭყს სანიაღვრედან.
„როდესაც სოდას ძმარს უმატებთ, თქვენ მიიღებთ ქიმიურ რეაქციას, რომელმაც უნდა დაშალოს საცობები“, - აღნიშნეს ექსპერტებმა.
ეს მეთოდი ყოველთვის არ მუშაობს ყველაზე პრობლემური საცობებისთვის, უბრალოდ, ეს არის „იაფი და ეკოლოგიურად სუფთა“ ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად ღირს რომ სცადოთ.
როგორ გავწმინდოთ სამზარეულოს გაჭედილი მილები 1 წუთში, ხალხური მეთოდით
როგორ მოვაწყოთ სამზარეულოს სკინალი
როგორ გააქროთ უსიამოვნო სუნი ტუალეტიდან - ბორტგამცილებლების ხრიკი