როგორ მოიქცეთ კბილის ამოღების შემდეგ
ექიმის მიერ ამოღებული კბილის ბუდეზე დადებული ტამპონი უნდა ამოიღოთ 20-30 წუთის შემდეგ;
დაიდეთ ცივები - აიღეთ ყინული, შეახვიეთ პირსახოცში და დაიდეთ ლოყაზე ამოღებული კბილის ადგილას;
დაიდეთ 3-4 ჯერ 15 წუთის განმავლობაში, 45 წუთიანი ინტერვალით;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებლები (მაგალითად, ნუროფენი, ნიმესილი, ანალგინი) ტკივილის შემთხვევაში;
მეორე დღიდან შეგიძლიათ ანტისეპტიკური ხსნარი გამოივლოთ, უმჯობესია ქლორჰექსიდინის 0,05%-იანი ხსნარი დღეში 4-5-ჯერ, ან თბილი აბაზანები მცენარის დეკორქციისგან (სალბი, გვირილა).
რა არ უნდა გააკეთოთ კბილის ამოღების შემდეგ?
- სამი-ოთხი დღის განმავლობაში არ უნდა მიირთვათ ცხარე, ცხელი, ან მჟავე საკვები;
- კბილის ამოღების შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში არ უნდა ეწვიოთ სოლარიუმს ან საუნას;
- არ მიიღოთ ალკოჰოლი;
- არ მიიღოთ რძის პროდუქტები;
- არ მოწიოთ;
რა იწვევს კბილების მომატებულ მგრძნობელობას და როგორ შევამციროთ ის