5 მეთოდი, თუ როგორ დაჭრათ ხახვი ცრემლების გარეშე - rogor.ge

5 მეთოდი, თუ როგორ დაჭრათ ხახვი ცრემლების გარეშე

ხახვი გააცივეთ - ხახვით კერძის მომზადებამდე მოათავსეთ საყინულეში ან მაცივარში ოცი წუთით. თუ დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ დროდადრო გარეცხოთ ის ცივი წყლით;

დაასველეთ დანის პირი წყალში პერიოდულად - ეს მეთოდი დაგეხმარებათ, მაგრამ თქვენ მოგიწევთ ხახვი დაჭრათ წყლის თასის ან ონკანის გვერდით.

გაიკეთეთ სათვალე და ისუნთქეთ მხოლოდ პირით;

გამოიყენეთ ლიმონის წვენი - თუ ლიმონს ერთდროულად დაჭრით ან პერიოდულად გაატარებთ დანის პირს ლიმონის რბილობში, ეფექტური იქნება;

საღეჭი რეზინა - რატომ უნდა დაღეჭოთ რეზინი ხახვის დაჭრისას? ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს პროცესი ხელს უწყობს ცრემლდენის ეფექტის განეიტრალებას.

როგორ მივხვდეთ, აქვს თუ არა ნიტრატები ხილს და ბოსტნეულს

როგორ უნდა შეარჩიოთ ნაკლებნიტრატებიანი ბოსტნეული ბაზარში