როგორ მივხვდეთ, აქვს თუ არა ნიტრატები ხილს და ბოსტნეულს - rogor.ge

როგორ მივხვდეთ, აქვს თუ არა ნიტრატები ხილს და ბოსტნეულს

ზომა მნიშვნელოვანია. მოერიდეთ დიდი ზომის ბოსტნეულს და ხილს. "დახმარების" გარეშე ისინი შთამბეჭდავ ზომებამდე იშვიათად იზრდება. შეარჩიეთ საშუალო ზომის პროდუქტები.

სუნი. თქვენ უნდა მოერიდოთ როგორც მძაფრ სურნელოვან ბოსტნეულს, ასევე ისეთს, რომელსაც სუნი საერთოდ არ აქვს. ბუნება მოკრძალებულია და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აჯილდოებს ხილს ძლიერი არომატით.

დააკვირდით ფერს.

კიტრი. კაშკაშა მწვანე ფერის კიტრი, როგორც აპრილის ბალახი, სავარაუდოდ ნიტრატებზეა მოყვანილი. კიტრი უნდა იყოს საშუალოდ ღია მწვანე ფერის.

სტაფილოს მშობლიური ფერი არის ნარინჯისფერი და არა წითელი. მომწვანო და ყვითელი ლაქების გარეშე.

კარგ კარტოფილს აქვს თეთრი და არა ყვითელი რბლობი. მართალია, არის გამონაკლისები. ზოგიერთ ჯიშს აქვს მოყვითალო ფერი სრულიად ლეგალური მიზეზების გამო.

ნიტრატებზე მოყვანილ გოგრას ზედაპირზე არათანაბარი ტალღოვანი ზოლები აქვს.

„მავნე“ ჭარხალს დაგრეხილი ფესვი აქვს.

და მოწამვლის მეფე - მისი უდიდებულესობა საზამთრო. ნახეთ მარტივი ხრიკი, რომლითაც გაიგებთ არის თუ არა საზამთროში გადამეტებული ნიტრატები