როგორ არ დაუშვათ, რომ სხვებმა გამოგიყენონ - ებრაული სიბრძნე - rogor.ge

როგორ არ დაუშვათ, რომ სხვებმა გამოგიყენონ - ებრაული სიბრძნე

უკიდურესობები კარგს არაფერს მოგიტანთ ცხოვრებაში

აუცილებელია სხვისი უფლებებისა და საზღვრების აღიარება და სოციალური ნორმების დაცვა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია თქვენი უფლებებისა და საზღვრების დაცვა.

ბევრი ადამიანი ლოიალურობას და სიკეთეს სისუსტედ აღიქვამს

თქვენ შესაძლოა გსურდეთ სხვას სიკეთე გაუკეთოთ, მაგრამ ეს თქვენს სისუსტედ აღიქვან. უნდა შეწყვიტოთ სხვების დახმარება? რა თქმა უნდა, არა, თუმცა კარგად უნდა განსაზღვროთ, რამდენად ახლო ადამიანს გაუკეთებთ სიკეთეს. არ ელოდოთ მადლიერებას, მზად იყავით ყველანაირი რეაქციისთვის. თუ ადამიანი თავისი ქცევებით გამოხატავს თქვენ მიმართ ცუდ დამოკიდებულებას, აღარ გაუკეთოთ სიკეთე.

დაიცავით ზღვარი ურთიერთობებში

  • არ აჩვენოთ თქვენი დაბალი თვითშეფასება;
  • არ დანებდეთ სხვებს, არ დაივიწყოთ თქვენი სურვილები;
  • არ შეგეშინდეთ კონფლიქტის, როცა თქვენი უფლებები ირღვევა;
  • არ მოითმინოთ, როცა ადამიანები ცუდად გექცევიან;
  • შესაძლოა ბოროტად გამოიყენონ თქვენი სიკეთე.

შეინარჩუნეთ ღირსება და საკუთარი თავის სიყვარული

თუ თქვენ არ შეიყვარებთ და პატივს არ სცემთ საკუთარ თავს, მაშინ სხვებიც ამგვარად მოგექცევიან. დააყენეთ თავი პირველ ადგილზე. ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს და აცნობიერებს საკუთარ საზღვრებს, არ დაუშვებს საკუთარი ღირსების შელახვას. მოვლენები შეიძლება განსხვავებულად განვითარდეს, მთავარია გქონდეთ მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა მოგექცნენ.