როგორ გავაძლებინოთ ვარდებს დიდხანს
აუცილებლად მოაჭერით ძირი ყვავილებს სანამ ლარნაკში ჩააწყობთ. სასურველია, რომ 10 სანტიმეტრზე გაასუფთავოთ ღერო, მოაშორეთ ზედმეტი ფოთლები.
ვარდების ბუკეტისთვის შეარჩიეთ მაღალი ლარნაკი ისე, რომ ნახევარი ყვავილის სიმაღლე ჩანდეს ლარნაკიდან. გაავსეთ ის წყლით 5-6 სანტიმეტრით პირამდე.
ცხელ ამინდში ვარდები მოათავსეთ ცივ წყალში. ხოლო თუ ბუკეტი გაჩუქეს ზამთარში, ტემპერატურა წყლის არ უნდა იყოს ნელ-თბილი.
დღის მანძილზე რამდენჯერმე მიაშხურეთ წყალი ფოთლებზე. ასევე, დღეში ერთხელ გამოუცვალეთ წყალი ლარნაკში.
გახსოვდეთ, რომ სწორი მოვლის შემთხვევში ვარდებმა შეილება 2 კვირაც გაძლონ. ღამე შეეცადეთ ნესტიან ადგილას დადოთ.
ასევე კარგია, თუ ლარნაკში წყალთან ერთად ცოტა შაქარსაც გაურევთ. ახალ ვარდებს ეს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.