როგორ იგრძნოთ თავი ბედნიერად - ფსიქოლოგის რჩევები
დაივიწყეთ სხვებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა
თქვენ უნდა შეწყვიტოთ მცდელობა იყოთ განსხვავებული იმისგან, ვინც სინამდვილეში ხართ. უბრალოდ შეუძლებელია გარშემომყოფთა სიამოვნება. მათ, ვისაც ნამდვილად უყვარხართ და გაფასებთ, ძალიან კარგად იცნობენ თქვენს ნამდვილ სახეს და ასეთს შეგიყვარებენ.
ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების
ცვლილება ნორმალურია, ის გვჭირდება წინსვლისთვის. ცვლილებების წინასწარმეტყველება შეუძლებელია, მაგრამ ადამიანმა უნდა ისწავლოს მოქნილობა და მარტივად შეგუებულობა.
დაივიწყეთ საჭიროება ყოველთვის ამტკიცოთ სიმართლე
ბევრი მზადაა დაამტკიცოს საკუთარი თვალსაზრისი, მაშინაც კი, როცა ურთიერთობა განწირულია, ტკივილი და სტრესი მოაქვს. თუმცა არ ღირს.
მოიშორეთ დანაშაულის გრძნობა
დანაშაულის გრძნობა მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე თან გვსდევს. მოვალენი ვართ ზოგჯერ მშობლებისა და მასწავლებლების, ასევე, ჩვენი საყვარელი ადამიანების, ბავშვებისა და კოლეგების წინაშე. მოიშორეთ დანაშაულის გრძნობა და მაშინვე ამოისუნთქებთ.
მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას
ტოქსიკური ადამიანები შეიძლება იყვნენ თქვენი თანამშრომლები ან ოჯახის წევრები. მათთან საუბრის შემდეგ გრძნობთ დაღლილობას, გაღიზიანებას, განადგურებას და ფსიქიკურ ზიანს. ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად იკონტაქტოთ ამ ადამიანებთან. სიცოცხლე ხანმოკლეა, დაე, სხვა მსხვერპლი იპოვონ.