როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ბანანის ნამცხვარი
კვერცხები შაქართან ერთად მიქსერით ათქვიფეთ სქელ ქაფამდე. შემდეგ თანდათან დაასხით შესქელებული რძე, დაუმატეთ გამაფხვიერებელთან შერეული გაცრილი ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მსგავსი ცომი.
მიღებული ცომიდან გამოაცხვეთ 3-4 თხელი ნამცხვარი, ფორმის ზომის მიხედვით. გამოაცხვეთ ნამცხვარი 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. მზადყოფნა შეგიძლიათ ხის ჩხირით შეამოწმოთ.
მზა ნამცხვარი გააციეთ და მოამზადეთ კრემი. გაფცქვენით და დაჭერით ბანანი წვრილად ან დააბლენდერეთ. ოთახის ტემპერატურამდე გაცხელებული კარაქი ათქვიფეთ შესქელებულ რძესთან ერთად. კრემს დაუმატეთ დაჭრილი ბანანი და კარგად აურიეთ.
ნამცხვრის ფენებს უხვად წაუსვით კრემი, ასევე ზემოდან და გვერდებზე. ნამცხვარი გააფორმეთ ბანანის ნაჭრებით, ნუშის და ქოქოსის ფანტელით.
ნამცხვარი შედგით მაცივარში რამდენიმე საათით, რომ გაიჟღინთოთ. შეგიძლიათ საღამოს მოამზადოთ, დილით კი ყველაზე ნაზ დესერტს მიიღებთ.