როგორ შეინახოთ სწორად ლიმონი - ამ მეთოდზე არ გსმენიათ - rogor.ge

როგორ შეინახოთ სწორად ლიმონი - ამ მეთოდზე არ გსმენიათ

აიღეთ ჩვეულებრივი ჭიქა, სასურველია გამჭვირვალე. შეავსეთ 1/3 ცივი სასმელი წყლით. შემდეგ მოათავსეთ მასში დაჭრილი ლიმონი. შემდეგ უბრალოდ დადეთ ეს ჭიქა მაცივარში. ამგვარი შენახვისას ლიმონი არ გაშრება და მასზე ობი არ გაჩნდება.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ამოიღოთ, მოჭრათ ნაჭერი და შემდეგ ისევ ჩადოთ წყლიან ჭიქაში. ერთი ჭიქა წყალი დაგეხმარებათ ლიმონის სისუფთავის შენარჩუნებაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.

თუ რაიმე მიზეზით ვერ მოახერხეთ წყალში ჩადება, ან არ გაქვთ საშუალება, რომ ლიმონი დაუყოვნებლივ დადოთ მაცივარში, გამოიყენეთ ძველი და აპრობირებული მეთოდი ქილის დახმარებით. ლიმონი დაჭერით ნაჭრებად, ჩაყარეთ ქილაში, დაამატეთ ცოტა შაქარი და წყალი.