როგორ დაკრიფოთ და დააწყოთ ვაშლები სწორად, რომ მთელი ზამთარი გაძლონ - rogor.ge

როგორ დაკრიფოთ და დააწყოთ ვაშლები სწორად, რომ მთელი ზამთარი გაძლონ

როდის უნდა დაკრიფოთ

ვაშლს აქვს ხანგრძლივი შენახვის ვადა. ვაშლი უნდა დაიკრიფოს ცივი ამინდების დაწყებამდე, სანამ ხიდან ნაყოფი ჩამოცვივდება. თუ ადრე დაიწყებთ მოსავლის აღებას, რისკავთ მოუმწიფებელი ხილის დაკრეფას, ხოლო თუ დაიგვიანებთ, არის შანსი, რომ მოსავალი კარგად არ შეინახოს. თუმცა, თუ ხის ქვეშ აღმოაჩენთ რამდენიმე ნაყოფს, რომელიც გაფუჭებული არ არის, მაშინ მომწიფების პროცესი უკვე დასრულებულია და ვაშლის მოკრეფა შესაძლებელია. იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ვაშლი შეინახოთ, სწორად უნდა დაკრიფოთ, დაკრეფისას ოდნავ აწიეთ ნაყოფი მაღლა და მოწყვიტეთ, ეცადეთ ყუნწი ნაყოფთან ერთად დატოვოთ, ჯერ ხის ქვედა იარუსზე დაკრიფეთ ნაყოფი, შემდეგ ადით ზემოთ.

როგორ შეინახოთ ის სწორად

შეამოწმეთ ყველა ვაშლი, გაფუჭებულია თუ არა რომელიმე. მხოლოდ იდეალური ხილია შესაფერისი შესანახად. ვაშლები დაალაგეთ ზომის მიხედვით: პატარა, საშუალო და დიდი. ვინაიდან დიდი ვაშლი კარგად არ ინახება, უპირველესად უნდა მიირთვათ. ასევე, სასურველია ვაშლის დახარისხება ჯიშის მიხედვით, რადგან ყველა ხილი სხვადასხვა სიჩქარით მწიფდება.

შეინახეთ ვაშლი გრილ სარდაფში, ავტოფარეხში, ფარდულში, სარდაფში ან მაცივარში. რეგულარულად შეამოწმეთ ხილის გაფუჭების ნიშნები და მოაშორეთ დამპალი ვაშლი. არ არის რეკომენდებული ვაშლის შენახვა კარტოფილის ან ხახვის გვერდით. როდესაც კარტოფილი მწიფდება, ის გამოყოფს გაზს, რომელიც აჩქარებს ვაშლის დამწიფების პროცესს.