10 რამ, რაც უნდა გააკეთოთ დილაობით, რომ ენერგიით დაიმუხტოთ
დაიწყეთ დღე საუზმით
დილის საუზმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დიეტოლოგების თქმით, დღის დაწყება დაბალანსებული საუზმით არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ენერგიის უზრუნველსაყოფად მთელი დღის განმავლობაში. ცილებით და ჯანსაღი ცხიმებით მდიდარი საკვების მიღებას, გაღვიძებიდან პირველი ორი საათის განმავლობაში, შეუძლია თქვენი მეტაბოლიზმის გაუმჯობესება და ენერგიის გამომუშავება.
მიიღეთ სითხე
წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხეულის თითქმის ყველა ფუნქციისთვის, მათ შორის საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის უჯრედებში ტრანსპორტირებისთვის, რაც შემდგომში ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და ენერგიის გამომუშავებას. დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, რადგან სხეულის ფუნქციები ნელდება წყლის დაზოგვის მიზნით. უფრო მეტიც, თქვენი ტვინი ძირითადად წყლისგან შედგება და უმნიშვნელო დეჰიდრატაციამაც კი შეიძლება გავლენა იქონიოს კოგნიტურ ფუნქციაზე, განწყობასა და კონცენტრაციაზე.
შეამცირეთ კოფეინის მიღება
თქვენ ალბათ დაიწყებთ კამათს, რადგან სწორედ კოფეინი გაძლევთ ენერგიას დილით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზედმეტ კოფეინს შეიძლება ჰქონდეს საპირისპირო ეფექტი - გამოიწვიოს დაღლილობა და ძილიანობა.
მიიღეთ "მზის აბაზანები"
D ვიტამინი სასწაულებს ახდენს თქვენს ორგანიზმზე, აუცილებლად მიიღეთ მზის სინათლე დილით. ის ხელს უწყობს, რომ ჩვენმა სხეულმა შეწყვიტოს მელატონინის, ძილის გამომწვევი ჰორმონის გამომუშავება, გვეხმარება გაღვიძებაში და ფხიზლად ყოფნაში. გარდა ამისა, ჩვენი სხეული იყენებს მზის შუქს ჩვენი სხეულის შიდა საათის ან ცირკადული რიტმის დასარეგულირებლად. ეს რიტმი გავლენას ახდენს ჩვენს ძილ-ღვიძილზე, საჭმლის მონელებაზე და ენერგეტიკულ მეტაბოლიზმზე. დილის მზის სხივების რეგულარული ზემოქმედება ხელს შეუწყობს ჩვენი შინაგანი საათის სინქრონიზაციას, რაც იწვევს ძილის გაუმჯობესებას და ენერგიის დონის ზრდას დღის განმავლობაში.
გააკეთეთ ვარჯიშები დილით
რეგულარული ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის სტაბილური დონის შენარჩუნებაში მთელი დღის განმავლობაში. ამიტომ იპოვეთ სავარჯიშოები, რომლებიც მოგწონთ და დაიწყეთ დილა ამით. დილის სწრაფი გასეირნებაც კი ძალიან სასარგებლო იქნება.
არ შეამოწმოთ თქვენი ტელეფონი, როცა გაიღვიძებთ
ყველამ ვიცით, რამდენად გვაქვს მოთხოვნილება დილით გაღვიძებისთანავე ავიღოთ ტელეფონი ახალი ამბებისა და სოციალური მედიის შესამოწმებლად. ასეთ დროს ენერგიას ხარჯავთ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავისთვის გამოიყენოთ.
მედიტაცია
დილით მედიტაცია შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. სტრესმა და დატვირთულმა გონებამ შეიძლება ძალიან სწრაფად გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება. გარკვეული დროის დახარჯვა თქვენი გონების გათავისუფლებისთვის, ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები დაგეხმარებათ თავი უკეთესად იგრძნოთ.
მუსიკის მოსმენა
მნიშვნელოვანია თქვენი საყვარელი მელოდიების მოსმენა დილის რუტინის შესრულებისას. მუსიკა დაგეხმარებათ სტრესის შემცირებასა და ენდორფინების გაძლიერებაში, რაც ენერგიულად გამყოფებთ მთელი დღის მანძილზე.
დაამყარეთ სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ბალანსი
საკუთარი თავისთვის საზღვრების დადგენა და დილა-საღამოს დროის გამოყოფა, სტრესისგან თავისუფალი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. გაითვალისწინეთ, თუ დილით გაიღვიძებთ და დაიწყებთ მუშაობას ოფისში მისვლამდე, ლანჩამდე დიდი ხნით ადრე თავს საკმაოდ დაღლილად იგრძნობთ. სანამ სამუშაო დღეს დაიწყებთ, შექმენით თქვენი დასასვენებელი ყოველდღიური რუტინა და შეეცადეთ დაასრულოთ სამუშაო დღე საჭირო დროს.
მიიღეთ საკმარისი ცილა
აუცილებლად შეიტანეთ თქვენს საუზმეში ცილები, როგორიცაა იოგურტი, კვერცხი, ჩიას თესლი, ინდაურის ბეკონი, ხაჭო, ფისტა, ნიგოზი, უცხიმო ყველი და არაქისის კარაქი.