როგორ ფილმებს ვუყუროთ შემოდგომაზე და რატომ - ფსიქოლოგების რჩევა - rogor.ge

როგორ ფილმებს ვუყუროთ შემოდგომაზე და რატომ - ფსიქოლოგების რჩევა

"კაკუნი სამოთხის კარზე" (1997, დრამა, კომედია, რეჟისორი: თომას იანგი)

ფილმი "კაკუნი სამოთხის კარზე" მოგვითხრობს ისტორიას კიბოთი დაავადებული ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც საავადმყოფოში დამეგობრდებიან და გადაწყვეტენ უკანასკნელად გაერთონ. სიცოცხლის ბოლოს გადაწყვეტენ მანქანა მოიპარონ და ზღვა ნახონ.

1-1696854514.jpg

"წვეულება ვეგასში" (2009, კომედია, რეჟისორი: ტოდ ფილიპსი)

სამი მეგობარი წვეულების შემდეგ დღეს იღვიძებს და აღომაჩენს, რომ მათ კარადაში ახალდაბადებული ბავშვია, სააბაზანო ოთახიდიდან კი ვეფხვი გამოდის. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ისინი ერთ-ერთ მათთაგანს, დოუს ვერ პოულობენ, რომელიც წესით ამ დღეს ჯვარს იწერს. სამი მეგობარი ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ საშინელ ნაბახუსევზე თავი მოაბან და მეგობარი ჯვრის დასაწერად დროზე მიიყვანონ.

2-1696854527.jpg

"ტკბილი ნოემბერი" (2001, მელოდრამა, რეჟისორი: პეტ ო'კონორი)

ნელსონი არის კაცი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა. ერთ დღეს, როდესაც მანქანის მართვის გამოცდაზე გადიოდა მან სარა გაიცნო. ის ძალიან განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი ქალებისგან ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. ნელსონი აიძულებს სარას ტესტი გააცდინოს და მოგვიანებით, იმავე დღეს სარა მას თვითონ მოძებნის. საბოლოოდ ნელსონი საცხოვრებლად სარასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს მასთან გაატარებს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

3-1696854540.jpg

„პრაქტიკული მაგია“ (1998, ფანტასტიკა, მელოდრამა, რეჟისორი: გრიფინ დუნი)

ოუნსების ოჯახის შესახებ უცნაური ხმები დადის: თითქოსდა სახლის ქალბატონები ალქაჯები არიან და ვინც მათ შეიყვარებს ახალგაზრდა მოკვდება. ხმების მიუხედავად გოგონებს სულაც არ აქვთ ბოროტი ზრახვები, მათ მხოლოდ სიყვარული და ბედნიერება სურთ, როგორც ყველა ნორმალურ ქალს.

4-1696854552.jpg

"ადელაინის ასაკი"(2015, დრამა, მელოდრამა, ფენტეზი, რეჟისორი: ლი ტოლანდი კრიგერი)

ეძებთ გრილ ამინდში მოდის შთაგონებას? ფილმის სიუჟეტის მიხედვით მთავარი მოქმედი გმირი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა და უკვე 100 წელია ცოცხლობს და არც ბერდება. ხანგრძლივი სიცოცხლის მიუხედავად მან ვერ მოძებნა საყვარელი ადამიანი, მაგრამ აი, გამოჩნდა ის მამაკაცი, რომლის გამოც ადელაინი მზადაა გახდეს მოკვდავი.

5-1696854564.jpg

"შემოდგომა ნიუ-იორკში"(2000, დრამა, მელოდრამა, რეჟისორი: ჯოან ჩენი)

ეს რომანტიკული დრამა მოგვითხრობს ავადმყოფი ახალგაზრდა ქალისა და შუახნის მამაკაცის ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას შემოდგომაზე ნიუ-იორკში.

6-1696854576.jpg