როგორ ატაროთ პალტო, თუ 50 წელზე მეტის ხართ: სტილისტების რჩევები
სერიოზულად მოეკიდეთ თქვენს არჩევანს
„პალტო წელიწადის თორმეტი თვედან თითქმის 5-6 გვაცვია. გასაკვირი არ არის, რომ სეზონის ბოლომდე დავიღლებით“, - ამბობს სტილისტი ელისაბედ კოსიჩი. ამიტომ, ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ის მოდელი, რომელიც არ მოგბეზრდებათ.
აირჩიეთ მარადიული დიზაინი
ტენდენციები მოდის და მიდის, ხოლო გრილი ამინდი არის ფაქტი, რომელსაც ყოველწლიურად ვგრძნობთ. საუკეთესო გზა თქვენი გარე ტანსაცმლისგან მაქსიმალური სარგებლობისთვის არის ისეთი დიზაინის არჩევა, რომელიც გაუძლებს დროს.
„თუ 50 წელს გადაცილებული ხართ, უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ სტილს, რომელიც მოგწონთ“, - ამბობს სტილისა და მოდის ექსპერტი სიობჰან ალვარესი. იდეალური ვარიანტია პალტო-თრენჩი.
შეარჩიეთ ქამრიანი მოდელი
პალტო ხშირად კვადრატივით გამოიყურება და აფუჭებს ფიგურას, და ასაკის მატებასთან ერთად, უკანასკნელი, რაც გვინდა, არის მოცულობითი გამოვიყურებოდეთ - განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ, რომელიც ზედმეტი კილოგრამების მომატებას იწვევს. თუ გინდათ პალტო, რომელშიც უფრო გამხდარი გამოჩნდებით, აირჩიეთ მოდელი ქამრით.
ქამარიანი პალტო მარადიული ტენდენციაა", - ამბობს კოსიჩი. — ქამარი ფართო უნდა იყოს - უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება. მიამაგრეთ ან გაინასკვეთ წინ, რათა გამოკვეთოთ წელი. ან შეკარით უკანა მხარეს, თუ პალტო გახსნილი გაეცვიათ, ეს მოგაშორებთ ზედმეტ მოცულობას.”
ფრთხილად იყავით ფენებთან
ფენებიანი სამოსი მოწონთ ქალებს, რომელთაც სურთ გამოიყურებოდნენ ელეგანტურად. მაგრამ ზამთარში თქვენ უნდა გამოიყენოთ იგი ფრთხილად: კოსიჩი გვირჩევს თავიდან აიცილოთ ტანსაცმლის რამდენიმე ფენა პალტოს ქვეშ - ასეთი ჩაცმულობა გამოიყურება მოცულობითად. სტილისტის თქმით, იდეალური პალტო საკმარისად თბილი უნდა იყოს, რომ მის ქვეშ ჩაიცვათ როლინგი ან სვიტერი და არ გაიყინოთ.
აირჩიეთ ნეიტრალური ფერები
ნათელი ფერის ქურთუკის იდეა შეიძლება მაცდური იყოს, მაგრამ გაუმეორეთ ორი სიტყვა საკუთარ თავს: "ექვსი თვე!" - და კიდევ ერთხელ დაფიქრდით. ნათელი ფერის გარე ტანსაცმელი უფრო სწრაფად მოგბეზრდებათ და მისი სტილი უფრო რთულია. კოსიჩი გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ ნეიტრალურ ფერებს და დაუმატოთ აქცენტი აქსესუარებით ან გარდერობის ნივთებით - შარფები, ქუდები, ჩანთები ან როლინგები.