როგორ მოვამზადოთ იაპონური ფუმფულა ოლადები საფუარის გარეშე - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ იაპონური ფუმფულა ოლადები საფუარის გარეშე

ჯერ უნდა აურიოთ ყველა მშრალი ინგრედიენტი: ფქვილი, სახამებელი, გამაფხვიერებელი და შაქარი. ახლა გამოაცალკევეთ გული ცილებისგან და პირველი დაუმატეთ მშრალ ნარევს. ჩაასხით რძე იმავე ჭურჭელში და ყველაფერი კარგად აურიეთ.

1-1696573026.jpg

ცილას დაუმატეთ ცოტაოდენი სოდა და ათქვიფეთ ბლენდერში მაღალი მასის ჩამოყალიბებამდე. ახლა მნიშვნელოვანია იმოქმედოთ სწრაფად და ძალიან ფრთხილად: ჩაასხით ათქვეფილი ცილა ფქვილის ნარევში და ყველაფერი სპატულით აურიეთ.

2-1696573074.jpg

ბლინები იწვება დაბალ ცეცხლზე სახურავის ქვეშ.

3-1696573145.jpg

როცა ოლადები ერთ მხარეს დაიბრაწება, გადააბრუნეთ. შემდეგ ფრთხილად გადაუსვით დანა შიდა კედლებს და მზა ოლადი მოათავსეთ თეფშზე. შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი, ან მიირთვათ ჯემთან, მურაბასთან ან თაფლთან ერთად.

4-1696572913.jpg

გემრიელად მიირთვით!