როგორ შეინარჩუნოთ პროდუქტიულობა დეპრესიის დროს
5 გზა, რათა გაზარდოთ პროდუქტიულობა, თუ გაქვთ დეპრესია
ეს ხუთი სტრატეგია დაგეხმარებათ საქმეების შესრულებაში.
დაყავით ამოცანები მცირე ნაწილებად
სტრატეგიების მოსაძებნად თერაპევტთან ერთად მუშაობა, რომელიც დაგეხმარებათ რთული ამოცანების გადაჭრაში, ზრდის მათი შესრულების ალბათობას. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიაა ერთი დიდი ამოცანის დაყოფა პატარებად. მაგალითად, თუ სამსახურში გაქვთ ისეთი პროექტი, რომელიც რთულად გეჩვენებათ, იფიქრეთ პროექტის დაყოფა უფრო მცირე, მართვად ამოცანებად, რომელთა შესრულებაც შეგიძლიათ სხვადასხვა დღეებში.
ჰკითხეთ ექიმს თქვენი მედიკამენტების შესახებ
თუ დეპრესიისთვის წამალს იღებთ, იცოდეთ, რომ ზოგიერთი წამალი შეიძლება იყოს დამამშვიდებელი, ზოგმა კი შეიძლება გადამეტებული აქტიურობა და მოუსვენრობა გამოიწვიოს. თუ თქვენ იღებთ ანტიდეპრესანტს დღის დასაწყისში და გეძინებათ მთელი დღის განმავლობაში, ესაუბრეთ თქვენს ექიმს იმის შესახებ, შეგიძლიათ თუ არა სცადოთ პრეპარატის მიღება ძილის წინ, რათა უფრო მეტად იგრძნოთ სიფხიზლე დღის განმავლობაში. და თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, სთხოვეთ ექიმს ანტიდეპრესანტის დოზის კორექტირება ან შეცვლა სხვა მედიკამენტით. გაგრძელება