როგორ "გავათამამოთ" მორცხვი ბავშვი - რამდენიმე ტექნიკა, სიმორცხვის დასაძლევად - rogor.ge

როგორ "გავათამამოთ" მორცხვი ბავშვი - რამდენიმე ტექნიკა, სიმორცხვის დასაძლევად

წინასწარ მოამზადეთ თქვენი შვილი უცხო გარემოსთვის

მორცხვობა ყველაზე ხშირად უცხო გარემოში, უცნობ ადამიანებთან ვლინდება. მორცხვ ბავშვებს, როგორც წესი, არ უყვართ სიურპრიზები; ისინი არ გრძნობენ თავს კომფორტულად, როდესაც ახალი რეალობა „თავს ატყდებათ“. ჯობია შვილს წინასწარ ესაუბროთ, რა მოხდება, რას ელოდება და ა.შ.

შეეცადეთ, თუ ეს შესაძლებელია, თანდათან მიეჩვიოთ რაიმე ახალს.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილის ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლე ექნება - ახალი ხალხი, ახალი ადგილი, ახალი ყოველდღიური რუტინა - შეეცადეთ აკლიმატიზაცია ნელა, ეტაპობრივად მოხდეს. ამ გზით ის შეძლებს მოერგოს, შეეგუოს ვითარებას და თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოს. მაგალითად, თუ ის ახალ სკოლაში დადის, ჯერ მასწავლებლებს გაეცნოს, შემდეგ სკოლა დაათვალიეროს, თავის კლასში შეიხედოს. იქნებ ერთი ან ორი მომავალი თანაკლასელი სკოლის დაწყებამდე გააცნოთ. ამ გზით მას მაშინვე ეყოლება მეგობრები და სკოლის პირველ დღეს არ გაუჭირდება. გაგრძელება