როგორ გამოიყენოთ პლასტმასის ბოთლი უნიტაზის სისუფთავისთვის
უპირველესად, აიღეთ მყარი საპონი. ასევე, დაგჭირდებათ ძმარი, სასურველია 9%-იანი(ვაშლის ძმარიც გამოდგება) და ცარიელი პლასტმასის ბოთლი, სასურველია 0,5 ან 0,3 ლიტრი. წინასწარ გაასუფთავეთ იგი ეტიკეტებისა და სტიკერებისგან.
საპონი უნდა იყოს გახეხილი სახეხზე. თუ არ გაქვთ საპონი, შეგიძლიათ უბრალოდ დანით დაჭრათ. ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ შედეგზე არანაირად არ იმოქმედებს. დაქუცმაცებული საპონი უნდა ჩაყაროთ უკვე მომზადებულ პლასტმასის ბოთლში.
შემდეგ ძმრით შეავსეთ დაახლოებით ნახევარი ბოთლი. დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. უნდა მიიღოთ პასტის მსგავსი ნარევი. ბოთლის თავსახურს გაუკეთეთ მინიმუმ ათი ნახვრეტი დანით ან სხვა ბასრი საგნით. ხვრელების რაოდენობა განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად შეგიძლიათ მოიხმაროთ ნარევი.
ახადეთ უნიტაზის სახურავი და მოათავსეთ ბოთლი შიგნით. იდეალურ შემთხვევაში, ის უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. პლასტმასის ბოთლის შიგთავსი წყალს ერევა. შედეგი ეფექტურია. ტუალეტი თავისთავად გაიწმინდება ყოველ ჯერზე, როცა ჩარეცხავთ. ასევე, ეს მეთოდი ძმრის წყალობით აშორებს ყველა უსიამოვნო სუნს და ეს პროდუქტი ბევრად ნაკლები ღირს, ვიდრე მაღაზიის პროდუქტები.