როგორ ამოიცნოთ შინაგანი დაბერების 6 ნიშანი - rogor.ge

როგორ ამოიცნოთ შინაგანი დაბერების 6 ნიშანი

გამუდმებით იხსენებთ ძველ დროს

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ, მაგრამ თუ მუდამ წარსულს მისტირით და იხსენებთ, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. შესაძლოა, რაღაც მომენტში მართლაც უკეთესი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი დრო არ დაბრუნდება. ასე თვლიან მოხუცები, რომლებიც რჩებიან წარსულში და ჰგონიათ ისე კარგად არაფერი აღარ იქნება. ღირს აწმყო დააფასოთ და მომავალს იმედით უყუროთ.

გამუდმებით წუწუნებთ

ყველაფერი გაღიზიანებთ? თქვენ უნდა ასწავლოთ და უთხრათ გარშემომყოფებს, როგორ გააკეთონ ესა თუ ის სწორად? თუ ეს თქვენ მოგწონთ, ცუდი ამბავი გვაქვს - მოხუცივით იქცევით.

არ გესმით თანამედროვე ტენდენციები

კიდევ ერთი გამორჩეული თვისება, რომელიც სიბერემ შეუმჩნევლად შემოგაპარათ, არის თანამედროვე სამყაროსთან კონტაქტის ნაკლებობა. თქვენ არ უყურებთ TikTok-ს, არ აზიარებთ პოსტებს სოციალურ ქსელში, არ გსურთ ახალი iPhone-ი და საერთოდ არ მიჰყვებით უახლეს სიახლეებსა და ტენდენციებს. ვინ აკეთებს ამას ჩვეულებრივ? ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც ძალიან ეზარებათ ეს ყველაფერი.

არ გსურთ ახლის სწავლა

როგორ ახასიათებთ ახალგაზრდობას ერთი სიტყვით? ცნობისმოყვარეობა. ახალგაზრდები მუდმივად სწავლობენ მათ გარშემო არსებულ სამყაროს. მათ აინტერესებთ მოგზაურობა, სწავლა, ყველაფრის მოსინჯვა. და თუ შეამჩნევთ, რომ ცდილობთ გააკეთოთ მხოლოდ ყველაზე ნაცნობი რამ, ამას ასევე შეიძლება ეწოდოს "სიბერე".

აღარ გსურთ სხვებთან ურთიერთობა

კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც მეტყველებს, რომ თქვენი შინაგანი ასაკი თქვენს ასაკზე გაცილებით მეტია, არის მარტოობის სურვილი. სხვებთან საუბარი ასეთ დროს საკმაოდ გაღიზიანებთ და ენერგიას გართმევთ.

ძველ ნივთებს გამუდმებით ინახავთ

როდესაც ადამიანი "სიბერის" ზღვარზეა, მას სულ უფრო ხშირად უჩნდება აზრი: „მე მჭირდება ეს ყველაფერი“. ეს შეიძლება იყოს შუშის ქილები, ფეხსაცმლის ყუთი, ძველი მაისური, ტონა მაკულატურა და სხვა.