როგორ განაახლოთ გაცვეთილი ტყავის ჩანთა
წებოს ხრიკი: წაუსვით მცირე რაოდენობით წებო დაზიანებული ადგილის ქვეშ. მას შემდეგ, რაც ის გაშრება, შეღებეთ ზედაპირი იმ საღებავით, რომელიც შეესაბამება თქვენი ჩანთის ფერს. შემდეგ, წაუსვით წებოს სხვა ფენა და გააჩერეთ. გაშრება დაახლოებით 20 წუთში. არ ინერვიულოთ, თუ წებოვანი ადგილი ოდნავ ღია ფერის გამოჩნდება, გაშრობისას იგი დაიბრუნებს პირვანდელ ელფერს.
გადაწყვეტა: წებოს ქაფი ან პენოპლასტის ფირფიტა. თუ თქვენმა ჩანთამ დაკარგა თავისი ტყავის ნაწილი, შეგიძლიათ შეცვალოთ ის თეთრი წებოს ფენით, ან პენოპლასტის ფირფიტის ქვემოდან დადებით. წაუსვით წებო პენოპლასტის ფირფიტას და ფუნჯით მიამაგრეთ ჩანთის გასუფთავებულ ნაწილზე. როგორც კი გაშრება (დაახლოებით 2 საათში), ზემოდან გადაუსვით ტექსტილის საღებავი და გააშრეთ. დამუშავებულ მონაკვეთზე ზედმეტი ბზინვარება რომ ჩააქროთ, დააყარეთ ბავშვის პუდრი.
წყარო: sharingideas.me