როგორ მოამზადოთ ქლიავის ამერიკული ღვეზელი The New York Times-ის ცნობილი რეცეპტით - rogor.ge

როგორ მოამზადოთ ქლიავის ამერიკული ღვეზელი The New York Times-ის ცნობილი რეცეპტით

დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად მიქსერით. 1 ს/კ. შაქარი ცალკე გადაინახეთ და შეურიეთ ნახევარი ჩ/კ. დარიჩინი.

შეათქვიფეთ მასას 2 კვერცხი. თქვიფეთ გათეთრებამდე.

დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ნახევარი კოვზი დარიჩინი. უნდა მიიღოთ კექსის კონსისტენციის ცომი.

საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ ცომის მასა.

ქლიავი გარეცხეთ, კურკა გამოაცალეთ და გაჭერით 4 ნაწილად. ცომში სანახევროდ ჩაძირეთ ქლიავის ნაჭრები და ზემოდან მოაყარეთ დარიჩინიანი შაქარი. გამოაცხეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 170-180 გრადუსზე, 40-45 წთ.

dsc-7809-1300x865-1695200655.jpg

გემრიელად მიირთვით!