როგორ მოუაროთ კანს, თუ ნიკოტინზე დამოკიდებული ხართ
გამოიყენეთ SPF კრემი
სიგარეტში შემავალი ნივთიერებები, რა თქმა უნდა, აჩქარებს კანის დაბერების პროცესს, მაგრამ ამას კიდევ უფრო ხელს უწყობს ულტრაიისფერი გამოსხივება. ამიტომ მზისგან დამცავი საშუალება არის აუცილებელი ნივთი, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს თქვენს ჩანთაში სიგარეტთან ერთად (მაგრამ უკეთესია, რა თქმა უნდა, მის გარეშე). ექსპერტები გვირჩევენ დაიცვათ არა მხოლოდ სახის კანი, არამედ ტუჩები ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. მოწევა იწვევს ოქსიდაციურ სტრესს, რომელიც აზიანებს უჯრედებს და აჩქარებს დაბერებას, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ტუჩების ჰიპერპიგმენტაციას.
გამოიყენეთ ანტიოქსიდანტური კოსმეტიკა
ნიკოტინზე დამოკიდებული ადამიანების კანი უფრო ადრე ბერდება, ამიტომ უნდა გამოიყენოთ ანტიოქსიდანტების შემცველი კოსმეტიკა. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ თავისუფალ რადიკალებს. ხოლო თავისუფალი რადიკალები არის მოლეკულები, რომლებიც პროვოცირებენ ეპიდერმისის უჯრედებში ჟანგვის პროცესს. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი "არღვევენ" კანის ახალგაზრდობას.
ხშირად დაიტენიანეთ კანი
დერმატოლოგები საუბრობენ თქვენი კანის რეგულარულად დატენიანების მნიშვნელობაზე. ეს ეტაპი აუცილებელია ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეულ სიმშრალესთან საბრძოლველად, რაც პირდაპირ კავშირშია მოწევასთან.
არ "მოტყუვდეთ"
მოწევა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული მავნე ჩვევაა. მწეველი გოგონას იმიჯი კინოინდუსტრიის წყალობით სექსუალურობის ბურუსით არის მოცული, თუმცა თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი მოდურობასა და ჯანმრთელობას შორის.
არასდროს არ არის გვიან, რომ მოწევას თავი დაანებოთ
ექსპერტების აზრით, კარგი ამბავი ის არის, რომ როგორც კი მოწევას თავს დაანებებთ, თქვენი კანის მდგომარეობის აღდგენას მხოლოდ რამდენიმე კვირა დასჭირდება საუკეთესო შემთხვევაში. კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ კოლაგენისა და C ვიტამინის გამომუშავება განახლდება ნორმალური ტემპით. ამიტომ, როგორც ამბობენ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.