როგორ უნდა მიხვდეთ, რამდენ ხანში დაეწყება გოგონას მენსტრუაცია და როგორ უნდა შეამზადოთ ბავშვი ამისთვის
ბავშვი შეიძლება საკმაოდ ადრეულ ასაკში დაინტერესდეს ამ თემით. მაგალითად, შეიძლება თქვენს ჰიგიენურ საშუალებებს მოჰკრას თვალი და კითხვები დაგისვათ. არ არის საჭირო მათი ალტერნატიული გამოყენების გამოგონება, ჯობია მისი ასაკის გათვალისწინებით, აუხსნათ, რისთვის არის განკუთვნილი.
საუბრის დაწყების მიზეზი შეიძლება იყოს ფილმის ეპიზოდი, წიგნი ან თუნდაც რეკლამა. დიდხანს ნუ დაელოდებით მომენტს, როდესაც თქვენი ქალიშვილი თავად გკითხავთ - ბავშვი შეიძლება მორცხვი იყოს ან საერთოდ არ ფიქრობდეს ამაზე. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ქალიშვილში მომხდარ ცვლილებებს. ისინი დაახლოებით განიშნებენ, როდისაა მენსტრუაციის დაწყება მოსალოდნელი - არსებული სამედიცინო მონაცემებით, მკერდი იწყებს ზრდას პირველ მენსტრუაციამდე ორი წლით ადრე, ხოლო მასზე ექვსი თვით ადრე ბოქვენსა და იღლიებში თმა საგრძნობლად იზრდება. თუ შეამჩნევთ ამ ცვლილებებს, დროა დაიწყოთ საუბარი.
წინასწარ მოემზადეთ
ეცადეთ წინასწარ მოემზადოთ ამ საუბრისთვის, როგორც სიტყვიერად, ისე განწყობით. მოემზადეთ იმისთვის, რომ შვილმა შეიძლება ბევრი შეკითხვა დაგისვათ და შეეცადეთ გულწრფელად უპასუხოთ მათ.
გაიხსენეთ ბავშვობა
გაიხსენეთ, როდის დაიწყო თქვენი პირველი მენსტრუაცია და როგორ ჩაიარა. მემკვიდრეობითი ფაქტორი მნიშვნელოვანია და დიდი შანსია, ყველაფერი იმავე ასაკში დაიწყოს და მსგავსად წარიმართოს. უთხარით თქვენს ქალიშვილს, როგორ გრძნობდით თავს, რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი მენსტრუაცია და როგორ გაუმკლავდით. გაგრძელება