3 ყველაზე ამპარტავანი ზოდიაქოს ნიშანი
კირჩხიბი
კირჩხიბი ამ თვალსაზრისით მესამე ადგილზეა. ისინი ხომ სხვებზე დიდხანს რჩებიან ბავშვებად. სამართლიანობისთვის აღვნიშნავთ, რომ ისინი არც ისე ამპარტავნები არიან, რამდენადაც უტაქტოები. მაგრამ მათი გამართლებაც შეიძლება, რადგან მათი ყველა ხუმრობა და კომენტარი, როგორც წესი, ბოროტებას არ უკავშირდება, უბრალოდ ისინი გამოუსწორებელი ბავშვები არიან, რომლებიც ხშირად არ ფიქრობენ ბევრს სანამ რამეს იტყვიან.
მშვილდოსანი
ამპარტავანი და ტაქტიანი ზოდიაქოს ნიშნების სიაში მეორე ადგილს მშვილდოსანი იკავებს. ისინი გამოირჩევიან ღიაობით, მაგრამ ყოველთვის არ ესმით, რომ ზედმეტად გულწრფელობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა ადამიანების გაღიზიანება და უკმაყოფილება. სამართლიანი იქნება აღვნიშნოთ, რომ მშვილდოსნები არასოდეს მისდევენ ბოროტ განზრახვას და არ აპირებენ ვინმეს შეურაცხყოფას, ეს უბრალოდ ასე ხდება. თუ თქვენ გჭირდებათ ობიექტური რჩევა და მზად ხართ მოისმინოთ სიმართლე ნებისმიერი ფორმით, თუნდაც ყველაზე უხეში, თავისუფლად დაუკავშირდით მშვილდოსანს. თუ გსურთ მოისმინოთ ქება-დიდება თქვენ მიმართ, მაშინ, პირიქით, ეძებეთ რჩევა სხვა ადამიანებისგან, მაგრამ არა მშვილდოსნისგან.
ვერძი
ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს ამპარტავან ზოდიაქოთა შორის თუ არა, ვერძი? ეს ის ნიშანია, რომელსაც სისხლში აქვს პატიოსნება. ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს დაბადებიდან არ შეუძლიათ მოტყუება. ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ყველა, ზოგჯერ ყველაზე უხერხულ კითხვაზეც კი სრული გულწრფელობითა და მოურიდებლობით გიპასუხოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს თავად სჩვევიათ საკუთარი თავის გამართლება იმით, რომ სამყარო მათთვის დაყოფილია შავ-თეთრად, სიმართლედ და ტყუილად.
ნატა ბეწუნაიძე