კარმული შეხვედრა - როგორ გაიგოთ, რომ შეხვდით სიყვარულს წარსული ცხოვრებიდან - rogor.ge

კარმული შეხვედრა - როგორ გაიგოთ, რომ შეხვდით სიყვარულს წარსული ცხოვრებიდან

უეცარი მიზიდულობა

გქონიათ შემთხვევა, როცა უცხო ადამიანს შეხვდით და ისე ესაუბრებით, თითქოს მას მთელი ცხოვრებაა იცნობთ? კომუნიკაციის სურვილი და ადამიანისადმი უკონტროლო მიზიდულობა იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ერთმანეთს წარსულში იცნობდით.

მოქმედებების მოლოდინი

ადამიანი, რომელიც წარსულში გიყვარდათ, თქვენთვის ნაცნობია - იწინასწარმეტყველებთ მის აზრებს, ჩვევებს, ქმედებებს. თავიდან შეიძლება არ იცოდეთ ამის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით გაირკვევა, რომ გარკვეულწილად კარგად იცნობთ ადამიანს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი სულები დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს.

ტელეპათია

სულის თანამოაზრეები შორიდან გრძნობენ ერთმანეთს, თითქოს ახლოს იყვნენ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი კილომეტრი გაშორებთ - თუ ეს კარმული სიყვარულია, გაიგებთ სხვის აზრებს და მოინდომებთ მასთან შეხვედრას.

ძლიერი ზიზღი

თუ ვინმეს შეხვდებით და მაშინვე იგრძნობთ ანტიპათიას მის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი დაუშავებიათ, შესაძლოა საქმე გქონდეთ ისეთთან, ვინც წარსულში გაწუხებდათ.

ემოციების მოზღვავება

როდესაც პირველად შეხვდებით თქვენი წარსული ცხოვრების პარტნიორს, შეიძლება ემოციები მოგეძალოთ. მღელვარებისა და ბედნიერების, შიშისა და სურვილის ნაზავმა შეიძლება პირველივე წუთებიდან შეგაწუხოთ. კარმული სიყვარული მაშინვე შეცვლის თქვენს ცხოვრებას. თქვენი გრძნობები იქნება ძლიერი და ღრმა და არ მოგცემთ უფლებას გაუშვათ ეს ადამიანი.

სულიერი კავშირი

ადამიანების მიზიდულობის მთავარ კრიტერიუმად ფიზიკური მიმზიდველობა ითვლება. თუმცა, როდესაც მონათესავე სულები ხვდებიან, ის უკანა პლანზე გადადის. აღმოაჩენთ, რომ საერთო მიზნები გაქვთ, სულიერად და ემოციურად ერთნაირები ხართ და სრულიად გესმით ერთმანეთის. კარმული პარტნიორი გაგიმხელთ თქვენი სულის საიდუმლოებებს, აგიმაღლებთ თვითშეფასებას და გაგრძნობინებთ თავს ცოცხალ და ბედნიერ ადამიანად.

არაცნობიერი მოგონებები

ეს არის მოგონებები, რომლებიც ვლინდება თითქმის შეუმჩნევლად. ამის მაგალითია არაცნობიერი გაღიზიანება ადამიანის ჩვევებისგან, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ეს რეაქცია მომდინარეობს წარსული ცხოვრებისეული გამოცდილებიდან.

სრულყოფილი თავსებადობა

სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდა თუნდაც უცხო ადამიანის გვერდით, სულების ნათესაობაზე მიუთითებს. თქვენ არ გჭირდებათ ამ ადამიანთან ერთად ცხოვრება, რომ განიცადოთ ეს გრძნობები, მაგრამ როდესაც იქ ხართ, ყოველთვის გრძნობთ უხილავ მხარდაჭერას.