როგორ მოვიზიდოთ სამყაროსგან სიუხვის ენერგიები - 3 გზა - rogor.ge

როგორ მოვიზიდოთ სამყაროსგან სიუხვის ენერგიები - 3 გზა

გააზიარეთ ენერგიები

უკმაყოფილება, წუწუნი, გულგრილობა, უმადურობა - ისინი გვავსებენ ნეგატიური ვიბრაციებით, რასაც სამყარო პროტესტად და უარყოფით ძალად აღიქვამს. სამყარო, უპირველეს ყოვლისა, ბალანსია. თუ არ გვინდა გაზიარება, არის თუ არა სამართლიანი ჩვენი მიღების სურვილი? თუ ოცნებობთ, რომ თქვენი სურვილები ასრულდეს ერთი დაწკაპუნებით, თუ გსურთ იღბალი - ნუ იქნებით ხარბი, ისწავლეთ გაცემა. რაც მეტს გასცემთ, მით მეტს იღებთ. გასცემთ ნეგატივს ბრუნდება ნეგატივი, აზიარებთ სიკეთეს და ყველაფერი დადებითი იმავე პრინციპით გვიბრუნდება უკან.

მიიღეთ ენერგია

მიღების შესაძლებლობა თანაბრად მნიშვნელოვანია, თუ გინდათ, რომ ცხოვრებამ შეწყვიტოს უსიამოვნო სიურპრიზების მოწყობა. ფუჭად დახარჯული ენერგია და დრო - თქვენ დაუფიქრებლად უცხადებთ სამყაროს, რომ ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს და არაფრად არ ღირს. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ გინდათ გამოიყურებოდეთ კეთილგანწყობილ ადამიანად, ამით საკუთარ თავს სჯით.

გათავისუფლდით მოლოდინებისგან

ყველაზე მზაკვრული მტერი, რომელიც ბლოკავს ენერგიის მიწოდებას და გვაქცევს სამყაროს ცარიელ ადგილად, არის სიცოცხლე სასწაულის მოლოდინში. ისწავლეთ სურვილებისგან გათავისუფლება, ისიამოვნეთ და იყავით მადლიერი ყოველი წვრილმანისთვის. ასეთ მომენტებში თქვენ, თუმცა ადამიანებისთვის გაუგებარი ენერგეტიკული ვიბრაციების ენით, ამბობთ: "თავს კარგად ვგრძნობ აქ და ახლა". მაშინვე მიიღებთ სამყაროსგან სიუხვის ენერგიებს.

ნატა ბეწუნაიძე