როგორ ვისწავლოთ ჰაკერობა (თეორია) - rogor.ge

როგორ ვისწავლოთ ჰაკერობა (თეორია)

 

თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გახდეთ ჰაკერი, მაგრამ არ იცით რითი დაიწყოთ? პირველ რიგში ჰაკერობაში რას გულისხმობთ? ინტერნეტ გვერდების გატეხვას/დაცვას, კომპიუტერული პროგრამების თუ ქსელების? ყველა ჩამოთვლილს სჭირდება მინიმუმ ნორმალურ დონეზე მათემატიკის ცოდნა და მინიმუმ პროფესიონალურ დონეზე პროგრამირების (C,C++,Python,Ruby,SQL etc.)

 

და მაინც, კითხულობთ მეორე საფეხურს, ალბათ გგონიათ აქ ეწერება ისეთი მაგიური წინადადება რაც ჰაკერს გაგხდით? შემცდარხარ. იმისთვის, რომ გახდე ჰაკერი საჭიროა:

 

გქონდეს დიდი მონდომება

 

იყო მზად იმისთვის, რომ დილის 9 დან საღამოს 12 მდე სწავლობდე ვიდეო გაკვეთილებს, წიგნებს, კითხულობდე სტატიებს.

 

ისწავლო მათემატიკა.

 

შეისწავლო ისეთი ოპერაციული სისტემა როგორიცაა Unix/Linux

 

ისწავლო პროგრამირება (დაიწყე პირდაპირ C++ ით) და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის პრინციპები, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ინახება მონაცემთა ბაზებში (MS SQL, MySQL, Oracle, SQLite, PostgreSQL და ა.შ.)

 

უყურო ვიდეო გაკვეთილებს (Kevin Mitnick, Евгений Касперский და ა.შ.) ინტერვიუებს სხვადასხვა ჰაკერების და პროგრამისტების, წაიკითხო რაც შეიძლება ბევრი სტატიები უსაფრთხოებაზე, რადგან გატეხვას ვერ ისწავლი თუ არ იცი როგორ იცავენ.

 

მოგიწევთ მინიმუმ World Wide Web-ის შესწავლა HTML-ის სახით.

 

ინგლისური ენა!

 

ყოველთვის გაუზიარეთ თქვენი პროგრამა (დასაწყისს ეტაპებში) (Open Source) გამოცდილ ხალხს ფორუმებზე და სხვადასხვა სოციალურ საიტებზე, მიიღეთ მათი რჩევები და ნურასდროს ნუ იქნებით თქვენ თავში დარწმუნებული, რომ ვინმეზე მეტი იცით. სანამ ამას შედეგი თვითონ არ განახებთ.

 

და ბოლოს, ისწავლეთ პროგრამირება, პროგრამირება, პროგრამირება!