როგორ მოაგვაროთ ურთიერთობა და-ძმას შორის - 7 გზა - rogor.ge

როგორ მოაგვაროთ ურთიერთობა და-ძმას შორის - 7 გზა

გამოყავით დრო თითოეულ ბავშვთან პირისპირ კომუნიკაციისთვის

დედის ან მამის ყურადღება ბავშვებს აგრძნობინებს თავს მნიშვნელოვანად. კვირაში რამდენჯერმე 15-20 წუთი "ხარისხიანი" კომუნიკაციაც კი - სხვა ნივთებითა და გაჯეტებით ყურადღების გადატანის გარეშე - საკმაოდ პროდუქტიულია და არის შანსი, რომ ყველა ბავშვმა გაიზიაროს თავისი საზრუნავი და სურვილები.

ასეთი კომუნიკაციის დროს ისაუბრეთ მხოლოდ თქვენს გვერდით მყოფი ბავშვის პრობლემებზე

ეცადეთ არ ახსენოთ სხვა ბავშვები, რათა იმ მომენტში თქვენს გვერდით მყოფმა ბავშვმა არ იფიქროს, რომ მისი და-ძმები "იპარავენ" მათ ყურადღებას მაშინაც კი, როცა გარშემო არ არიან.

იზრუნეთ შვილებზე თანაბრად

თუ თავს დამნაშავედ გრძნობთ, რომ ერთი შვილი მეორეზე მეტად გიყვართ, ზედმეტ ყურადღებას ნუ მიაქცევთ მას, ვისაც ადრე არ აქცევდით. უეცარი ცვლილებები ყველა ბავშვს დააბნევს და ააღელვებს. შეეცადეთ იზრუნოთ თითოეულ ბავშვზე თანაბრად.

ნუ მიაწერთ სტატუსს, როგორც "უმცროსი", "უფროსი", "საშუალო"

ბავშვები იღლებიან იმით, რომ მათ ყოველთვის გარკვეული სტატუსი ენიჭებათ და ამის მიხედვით ექცევიან მშობლები.

ნუ მოითხოვთ დაჟინებით, რომ ბავშვები იყვნენ მეგობრები და ერთად გაატარონ დიდი დრო

ოჯახში ყველას უნდა ჰქონდეს საკმარისი სივრცე. თუ თქვენს შვილებს უჭირთ საერთო აქტივობების პოვნა, ნუ მოითხოვთ, რომ მათ მაინც ერთად გაატარონ დრო, პირიქით, ეს მათ კიდევ უფრო დააშორებთ.

pexels-cottonbro-7086237-pic-32ratio-900x600-900x600-78047-1694417782.jpg

გაიგეთ, რა აღაფრთოვანებთ მათ ერთმანეთის მიმართ

მნიშვნელოვანია პოზიტიურ ემოციებზე აქცენტი. ჰკითხეთ თქვენს შვილებს რა თვისებები მოსწონთ მათ ძმასა თუ დაში. ამით შესაძლოა მკვეთრად შეცვალოთ ოჯახური ურთიერთობები უკეთესობისკენ.

კვირაში ერთხელ მაინც მოაწყვეთ ოჯახური შეხვედრები

მათ შეუძლიათ ისაუბრონ ყველაფერზე, განიხილონ საკამათო საკითხები, იფიქრონ, თუ როგორ გააუმჯობესონ ოჯახის ცხოვრება. მოუყევით ხუმრობები, უყურეთ ფილმებს ერთად, იმღერეთ სიმღერები, წაიკითხეთ წიგნები - ასეთი შეხვედრები აერთიანებს ადამიანებს და ხელს უწყობს დაძაბულობის მოხსნას.