როგორ გავახანრგძლივოთ ლეპტოპის ელემენტის სიცოცხლე
პირველ რიგში, თუ თქვენ გიყენიათ Windows 7, წაიკითხეთ ინსტრუქცია როგორ ავაჩქაროთ Windows 7 და აუცილებლად შეასრულეთ საფეხურები. ეს პროცესი ასრულებს მიმდინარე ინსტრუქციის დაახლოებით 50-60%-ს. აქიდან გამომდინარე აუცილებელია მისი ყურადღებით წაკითხვა და საფეხურების კვალდაკვალ შესრულება.
გათიშეთ ზედმეტი პროგრამები, რომლებიც მუშაობენ უკანა ფონზე (Background), როგორებიცაა Itunes, Desktop Search და ა.შ. გათიშვის ინსტრუქცია Windows 7-ის აჩქარების პირველ საფეხურშია მოყვანილი
გამორთეთ ზედმეტი დივაისები ლეპტოპიდან, რომელიც შეერთებულია USB თუ სხვა პორტით (მაგ: Flash დრაივი, iPod და ა.შ.).
თუ შესაძლებლობა გაქვთ დაამატეთ მეტი ოპერატიული მეხსიერება (RAM)
Standby-ს და Sleep-ის ნაცვლად დააყენეთ Hibernate რეჟიმზე.
ლეპტოპი არ დადოთ რბილ ადგილას და ეცადეთ არ გახურდეს.
Control Panel-ში, გახსენით Power Options და მონიშნეთ Power Saver (Mac-ზე Energy Saver)
კლავიატურიდან ჩაუწიეთ მაქსიმალურად Brightness (ეკრანის სიკაშკაშე).
გათიშეთ (თუ არ იყენებთ) Wi-Fi და Bluetooth. დროებით მაინც.
და ბოლოს, თვეში ერთხელ გაუკეთეთ ელემენტს Recharge ციკლი, ანუ ლეპტოპს სვავთ ბოლომდე სანამ არ გაითიშება და შემდეგ ტენით ბოლომდე და ხელს არ ახლებთ სანამ არ დაიტენება 100% მდე. გაითვალისწინეთ: შემდეგი პუნქტის შესრულებისას შეიძლება ლეპტოპი ვეღარ ჩართოთ და დაგჭირდეთ პროფესიონალის კონსულტაცია ან/და ხელოსნის მოყვანა. თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარი თავის შესაძლებლობებში და უფრო მეტად ლეპტოპის შესაძლებლობებში, მოერიდეთ ამ საფეხურს.