როგორ ვიკვებოთ აკნეს მოსაშორებლად - rogor.ge

როგორ ვიკვებოთ აკნეს მოსაშორებლად

ფოლიკულური ჰიპერკერატინიზაცია ან კანის იმ უჯრედების არანორმალური სიკვდილი, რომლებიც ახშობენ ცხიმოვან ჯირკვლებს თმის ფოლიკულების ზედა ნაწილში, ახლა მიჩნეულია აკნეს მთავარ მიზეზად. ამაზე გავლენას ახდენს გენეტიკური მიდრეკილება, ჰორმონალური ცვლილებები და ბაქტერიების ჭარბი ზრდა. აქ კვებაც შედის, მაგრამ მეცნიერები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რამდენად მოქმედებს კვება აკნეზე.

ეს განსაკუთრებით ეხება მოზარდობის პერიოდს, როდესაც სხეული უფრო მეტ ჰორმონს გამოიმუშავებს, რომელსაც ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი 1 (IGF-1) ეწოდება.

ტეხასის ბეილორის მედიცინის კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ჰორმონი ზრდის ცხიმის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს აკნეს წარმოქმნას.

ზოგიერთი საკვები ასევე ზრდის ამ ჰორმონის დონეს. მათი თავიდან აცილებით, შეგიძლიათ შეამციროთ აკნეს რისკი.

რაზე ვთქვათ უარი

საკვები მაღალი გლიკემიური ინდექსით

მათ შორისაა ტკბილეული, ცომეული, კარტოფილი, ნამცხვრები, თეთრი ბრინჯი, რომლებიც სწრაფად ზრდის სისხლში შაქრის დონეს. ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის პოლონელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ეს პროდუქტები ასტიმულირებს ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის გამომუშავებას.

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის თანახმად, რამდენიმე მცირე კვლევამ დაადასტურა, რომ დაბალი გლიკემიური ინდექსის დიეტა, პირიქით, ამცირებს გამონაყარის რაოდენობას. ეს გამოწვეულია სისხლში შაქრის დონის დაქვეითებით. გლუკოზის უეცარი მატება ხელს უწყობს ანთებას და ზრდის ცხიმის გამომუშავებას, რაც იწვევს აკნეს.

თუმცა, არსებობს სხვა კვლევები, რომლებმაც არ დაადასტურა კავშირი მაღალ გლიკემიურ დიეტასა და აკნეს შორის. გაგრძელება