8 გზა, რათა აიძულოთ თავი სერიოზულად მოეკიდოთ სწავლას - rogor.ge

8 გზა, რათა აიძულოთ თავი სერიოზულად მოეკიდოთ სწავლას

განსაზღვრეთ მიზეზები, რის გამოც სწავლობთ

ჩაწერეთ ისინი ფურცელზე და ისეთ ადგილას დადეთ, რომ ხშირად ხედავდეთ. როდესაც დაგეზარებათ სწავლა, მაშინ თვალი შეავლეთ. ეს შეგახსენებთ, რატომ გჭირდებათ სწავლა. მაგალითად, კარგ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, სტიპენდიის მისაღებად ან სამსახურის დასაწყებად. დაწერეთ რაც შეიძლება მეტი მიზეზი - მნიშვნელოვანი და უმნიშვნელოც. ზოგჯერ საერთოდ არ გექნებათ მოტივაცია, ეს ბუნებრივია. ასეთ დღეებში ცოტა თვითდისციპლინა გჭირდებათ და ეს სია გამოგადგებათ.

ყველაფერში იპოვეთ რაიმე საინტერესო

იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უკავშირდება თქვენს ცხოვრებას სასწავლო მასალა. მაგალითად, თუ მოგბეზრდებათ წიგნის კითხვა, შეეცადეთ იპოვოთ რაიმე საერთო პერსონაჟებთან. თუ არ გსურთ ბიოლოგიის სწავლა, წარმოიდგინეთ, რამდენს გაიგებთ საკუთარ თავზე და სხვა ცოცხალ არსებებზე. რა თქმა უნდა, ყველა საგანი თანაბრად არ დაგაინტერესებთ, მაგრამ შეეცადეთ დაინახოთ, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ მიღებული ცოდნა საკუთარ ცხოვრებაში. ეს დაგეხმარებათ არ მიატოვოთ სწავლა.

დააყენეთ ტაიმერი

30-50 წუთი დაუთმეთ სწავლას და შემდეგ შეისვენეთ. შემდეგ ისევ დაუბრუნდით სწავლას. შეგიძლიათ შუალედში სხვა აქტივობებიც ჩართოთ და დრო გადაანაწილოთ.

რეგულარულად დააჯილდოვეთ საკუთარი თავი

გაკვეთილის შემდეგ საკმარისია მცირე რაღაც - მიირთვით თქვენი საყვარელი საკვები, ითამაშეთ შინაურ ცხოველთან, უყურეთ სასაცილო ვიდეოს ან მიიღეთ ცხელი შხაპი. სწავლის შემდეგ მოექეცით საკუთარ თავს განსხვავებულად. მაგალითად, დალიეთ ყავა მეგობრებთან ერთად ან იყიდეთ ისეთი რამ, რაც დიდი ხანია გსურთ.

ისწავლეთ სხვა ადამიანთან ერთად

თქვენ არ გჭირდებათ ერთად ჯდომა ერთ ოთახში. მაგრამ მნიშვნელოვანია გყავდეთ ადამიანი, რომელთანაც შეძლებთ პრობლემების გაზიარებას და თქვენს პროგრესზე საუბარს. შეთანხმდით, რომ რამდენიმე დღეში ერთხელ შეატყობინებთ ერთმანეთს შესრულებული სამუშაოს შესახებ – ეს გაადვილებს მიზნისკენ სვლას და დროს არ დაგაკარგვინებთ.

გაზარდეთ თქვენი კონცენტრაცია ფიზიკური დატვირთვით

10-15 წუთი ვარჯიში ან სიარული მოგიხსნით სტრესს და გაზრდის ენდორფინის დონეს ორგანიზმში. ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება ინფორმაციაზე კონცენტრირება და დამახსოვრება. შეგიძლიათ სცადოთ ვარჯიშისა და სწავლის შეთავსებაც კი. მაგალითად, სირბილის დროს შეგიძლიათ პარალელურად გონებაში რაღაც იმეოროთ, საკმაოდ პროდუქტიული იქნება.

იპოვეთ ადგილი, სადაც ყურადღება არ გაგეფანტებათ

თუ სახლში არეულობაა, მოძებნეთ ახალი ადგილი სასწავლად. მაგალითად, ბიბლიოთეკაში ან კაფეში. თუ თქვენს მეგობრებთან ერთად სწავლობთ გამოცდებისთვის, მაგრამ ისინი ხელს გიშლიან კონცენტრირებაში, შეთანხმდით ერთად სწავლის წესებზე. ასევე, ხელთ გქონდეთ ცარიელი ფურცელი. როდესაც აზრები გაგიჩნდებათ რაღაც საკითხებზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული თქვენს სწავლასთან, ჩაწერეთ ისინი და დაუბრუნდით დავალებას.

გამორთეთ ყველანაირი მოწყობილობა, რომელიც არ არის საჭირო სწავლისთვის

არ გქონდეთ ტელევიზორი ჩართული. დატოვეთ სმარტფონი სხვა ოთახში ან ჩანთაში. თუ მას იყენებთ როგორც ტაიმერს, დააყენეთ ის თვითმფრინავის რეჟიმზე, რათა არ შეგაწუხოთ შეტყობინებებმა. ან გამოიყენეთ სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც ზღუდავენ ინტერნეტთან წვდომას. მაგალითად, "Freedom", "AppDetox" . მათი დახმარებით შეგიძლიათ დროებით დაბლოკოთ წვდომა შერჩეულ საიტებსა და აპლიკაციებზე.