რა უნდა გააკეთოთ, თუ საოჯახო საქმეები ანგრევს თქვენს ქორწინებას? ექსპერტის რჩევა - rogor.ge

რა უნდა გააკეთოთ, თუ საოჯახო საქმეები ანგრევს თქვენს ქორწინებას? ექსპერტის რჩევა

საყოფაცხოვრებო სამუშაოები გაანაწილეთ იმის მიხედვით, რაც მოგწონთ

უფრო პროდუქტიული და ნაკლებად გაღიზიანებული რომ იყოთ, ექსპერტი გვირჩევს, მიმართოთ თქვენს ძლიერ მხარეებს.

”დაწერეთ საოჯახო საქმეების სია, რომლებიც პრობლემებს გიქმნით, ახლა შეხედეთ თქვენი პროდუქტიულობის სტილს. თქვენი საქმეები არ გახდება ტვირთი, თუ გამოიყენებთ თქვენს ძლიერ მხარეებს. მაგალითად, ქმარი არის ვიზუალიზატორი და ორგანიზატორი, ცოლი კი დამგეგმავი. როგორც ორგანიზატორი, ქმარს შეუძლია იზრუნოს ყველაფერზე, რაზეც მოლაპარაკებაა საჭირო, მაგალითად, ძიძასთან ან ინტერნეტის პროვაიდერთან დარეკვა, ცუდი ინტერნეტის გამო. ცოლი აიღებს საკუთარ თავზე მენიუს დაგეგმვას და საყიდლების სიის დაგეგმვას. რიგრიგობით ან ერთად დაიწყეთ ამის გაკეთება. როცა ორივე სახლში იქნებით, ქმარი დაიხმარეთ სამზარეულოში, მაგალითად, მას შეუძლია გარეცხოს და დაჭრას ხილი/ბოსტნეული.

თქვენი რუტინის ავტომატიზაცია

შექმენით საქმეების უფრო მკაფიო სია. გააკეთეთ ქაღალდის კალენდარი და დაწერეთ კვირის ყველა დავალება, გაანაწილე ისინი თქვენსა და მეუღლეს შორის. რუტინული საქმეების კეთების დროს, ყურსასმენებში მოუსმინეთ აუდიო წიგნებს, ან მუსიკას.

შეადგინეთ საგანგებო გეგმა

შეადგინეთ სამოქმედო გეგმა კრიზისის შემთხვევაში. მაგალითად ისეთის, როცა რომელიმე ოჯახის წევრი ავად გახდება. რაც შეეხება მენიუს დაგეგმვას, შეადგინეთ ხუთი ადვილად მოსამზადებელი კერძების სია იმ ინგრედიენტებით, რომლებიც ყოველთვის გაქვთ სახლში. ასევე, საყინულეში მოიმარაგეთ ნახევარფაბრიკატები. მაგალითად, კოტლეტების ფარში შესაწვავად გამზადებული, ან გუფთისთვის ხორცის ბურთულები. ყოველთვის გვქონდა მზა კერძები საყინულეში და კარადაში (როგორიცაა დაკონსერვებული სუპები, გაყინული პიცა ).

შეთანხმდით იმაზე, რაც მნიშვნელოვანია და უარი თქვით იმაზე, რაც არ არის

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას მოგვწონს, როდესაც სახლი ბრწყინავს სისუფთავით და საკვები მაგიდაზეა, მაგრამ ოჯახის ეფექტურად მართვისთვის, თქვენ უნდა იპოვოთ კომპრომისები, რომლებიც ორივე მხარეს მოერგება. თუ წყვილი მიდის შეთანხმებაზე, რომელიც ორივეს აწყობს, ეს შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს. არავინ გააკეთებს შენს საქმეს ისე კარგად, როგორც შენ. მაგრამ თუ პარტნიორი ახერხებს ამას მინიმუმ 80 პროცენტით, ეს საკმარისი უნდა იყოს.

დააფასეთ თქვენი პარტნიორის წვლილი

ეს შეიძლება იყოს წვრილმანი. გამოიყენე მომენტი, როცა შენი პარტნიორი რაღაცას სწორად აკეთებს, - გვირჩევს ქორწინების მრჩეველი. მუდმივი მილიონი კარგი რამ ხდება, რაც შეგვიძლია დავაფასოთ.

ინვესტიცია ჩადეთ თქვენს ემოციების ბანკში

შეავსეთ თქვენი ემოციური საბანკო ანგარიში და ეს მოიცავს ერთმანეთთან საუბარს, ერთმანეთის პატიებას და ერთმანეთისადმი მოთმინებას.

უპირატესობა მიანიჭეთ თავის მოვლას

თავის მოვლა არ არის ეგოიზმის აქტი, ეს არის თვითგადარჩენის აქტი. მნიშვნელოვანია გადაწყვის და სიცარიელის განცდის თავიდან აცილება და რომანტიკული ურთიერთობების შესანარჩუნებლად ძალა. საკუთარ თავზე ზრუნვა ასევე ეხმარება ბავშვებისთვის ჯანსაღი მაგალითის მიცემას.