როგორ შეწყვიტოთ თქვენი ამჟამინდელი სხეულის ძველთან შედარება
უკუაქციეთ ავტომატური უარყოფითი აზრები
"ადრე უკეთეს ფორმაში ვიყავი", "ბავშვობაში ბევრად უფრო ლამაზი ვიყავი". ზოგჯერ ასეთი შინაგანი დიალოგი ავტომატურად წარიმართება საკუთარ თავთან და ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, რამდენად ცუდად მოქმედებს. ასე მკაცრად გააკრიტიკებდით მეგობარს ან მშობელს? დიდი ალბათობით, არა. შემდეგ ჯერზე, როცა ამგვარად დაიწყებთ თავის დამცირებას, გახსოვდეთ, რომ ასეთი აზრები მხოლოდ ზედაპირული, წინასწარ ჩაფიქრებული და ზოგჯერ დამახინჯებული გრძნობებია, რომლებიც წარმოიქმნება საკუთარ თავში დაეჭვების გამო და მათ არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან.
გადახედეთ როგორ "ურთიერთობთ" თქვენს სხეულთან
სტრიები ან დიდი მუცელი გაგრძნობინებთ, რომ აღარ ხართ მიმზიდველი და ის განცდები, რაც გეუფლებათ, სულაც არ არის თქვენი ბრალი. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელსაც მხოლოდ სიგამხდრე იზიდავს და ამ იდეებს ავრცელებენ. საკუთარი თავის მიღება ბევრად უფრო ადვილია თეორიულად, ვიდრე პრაქტიკულად. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა სილამაზის არარეალური სტანდარტების მორგების მცდელობაში. შეუძლებელია ყველაფერი მოგწონდეთ საკუთარ თავში, თუმცა შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი დამოკიდებულება. ფიზიკურ ცვლილებებს უნდა შეხედოთ, როგორც ბუნებრივ და გარდაუვალ მოვლენებს და არა როგორც პრობლემის გამოსწორებას.
დაწერეთ რა მოგწონთ საკუთარ თავში
გიყვარდეთ საკუთარი თავი. რჩევა შეიძლება უცნაურად და ნაკლებად გამოსადეგი მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამუდმებით ნოსტალგია გაქვთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდით ადრე. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ თუ თქვენ ჩამოწერთ იმ თვისებებს, რომლებიც მოგწონთ საკუთარ თავში, მაშინ შეგიძლიათ საკუთარ თავში ეჭვის შეტევები ნაკლებად დამანგრეველი გახადოთ თვითშეფასებისთვის.
შეწყვიტეთ ძველი ფოტოების ყურება
ეს ეხება სოციალურ ქსელებში არსებულ ფოტოებს და ტელეფონის გალერეას. რა თქმა უნდა, ზოგჯერ სასიამოვნოა წარსულის გახსენება, მაგრამ თუ თქვენ მუდმივად ეძებთ დადასტურებას, თუ რამდენად უკეთესი იყო თქვენი სხეული, ეს არის დამანგრეველი ჩვევა.
გადახედეთ თქვენს კონტაქტთა წრეს და გამომწერებს სოციალურ ქსელებში
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს ადარებთ საკუთარ თავს, სურვილი, გამოიყურებოდეთ ისე, როგორც 10 წლის წინ, გარეგანი ფაქტორებითაც არის პროვოცირებული. მაგალითად, თქვენი მეგობარი, რომელიც მუდმივად უჩივის სხეულს, ან საზოგადოების ზეწოლას სილამაზის არარეალური სტანდარტებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კომუნიკაციისა და ინტერესების წრის გაფართოება. ეს დაგეხმარებათ სილამაზის ხედვის რეპროგრამირებაში. ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებიც ყველა ჩვენგანთან ერთად იცვლებიან და იზრდებიან. მნიშვნელოვანია ამ საზღვრების განსაზღვრა რეალურ ცხოვრებაშიც. ეცადეთ ნაკლები ურთიერთობა გქონდეთ მეგობრებთან და ნათესავებთან, რომლებიც განიხილავენ ადამიანის გარეგნობას და აჩენენ კომპლექსებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ არის შესაძლებელი უსიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაციის შეწყვეტა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვისწავლოთ როგორ აღიქვათ მათი კომენტარები ისე, რომ ისინი არ გახდეს გამომწვევი. მაგალითად, თემის შეცვლა ან გულწრფელად ახსნა, თუ რატომ არ მოგწონთ მათი კრიტიკა.
გადაახარისხეთ ტანსაცმელი თქვენს გარდერობში
ძნელია აწმყოზე ფოკუსირება, როცა ძველი ჯინსი თეძოებში გიჭერთ, ძველ დღეებს მოგაგონებთ. ატარეთ მხოლოდ ის, რაც მოგერგებათ და რაშიც თავს კომფორტულად გრძნობთ. დანარჩენი შეიძლება ქველმოქმედებისთვის გადადოთ. თუ ამის საშუალება გაქვთ, იყიდეთ ახალი ტანსაცმელი, რომელიც მოგწონთ და გერგებათ.
ის ფაქტი, რომ თქვენს ღირებულებას უკავშირებთ თქვენს გარეგნობას, მხოლოდ ტვინის გამორეცხვის და საზოგადოების მიერ დაწესებული სტანდარტების შედეგია. სინამდვილეში, თქვენი ღირებულება მდგომარეობს თქვენს ხასიათში, იუმორის გრძნობაში, სიკეთესა და საყვარელ ჰობიში.