როგორ მოვამზადოთ მორსი გაყინული ქაცვისგან
გაალღვეთ კენკრა, უბრალოდ დატოვეთ ისინი ოთახის ტემპერატურაზე. გარეცხეთ.
დააბლენდერეთ ქაცვი და გადაწურეთ საწურში ქაცვის პიურე, რომ მიიღოთ წვენი.
ქვაბში აადუღეთ წყალი. დაბლენდერების შემდეგ მიღებული მასა ჩაყარეთ წყალში და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში შაქრის დამატებით.
გააჩერეთ 10 წთ, შემდეგ გადაწურეთ საწურში და დაუმატეთ ადრე გამოწურული ქაცვის წვენი. აურიეთ.