4 მეთოდი, თუ როგორ გაყინოთ ქლიავი ზამთრისთვის - rogor.ge

4 მეთოდი, თუ როგორ გაყინოთ ქლიავი ზამთრისთვის

გაყინეთ მთლიანად

ქლიავი გარეცხეთ, გააშრეთ. დაალაგეთ ერთ ფენად ლანგარზე ან საცხობ ფირფიტაზე და შედგით საყინულეში 4-5 საათით. შემდეგ კი შეფუთეთ შესანახად.

ნაჭრებად გაყინვა

ქლიავი დადგით ფანჯრის რაფაზე ორიოდე დღით, რომ დამწიფდეს, შემდეგ გაჭერით და გაყინეთ. გააჩერეთ 5 საათით საყინულეში, შემდეგ კი გაანაწილეთ შესანახად.

გაყინეთ დაბლენდერებული მასის სახით შაქართან ერთად

ასე ინარჩუნებს ქლიავი ყველაზე მეტად თავის არომატს. ამგვარი სახით ქლიავი შეგიძლიათ ღვეზელებისა და ფუნთუშების შიგთავსად აქციოთ. ქლიავი უნდა დააბლენდეროთ. 1 კგ ქლიავს დაუმატეთ შაქარი - 250 გრ შაქარი. ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაყინის ფორმები.

შაქრიანი ნაჭრები

აუცილებელია ქლიავს გამოაცალოთ კურკა და დაჭრათ პატარა ნაჭრებად. აურიეთ შაქარში და დაუყოვნებლივ შედეთ მაცივარში საცხობი სინით, ხუთი საათის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ კონტეინერში და საყინულეში შეინახოთ.