როგორ გავლენას ახდენს წყვილის დიდი ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობაზე
ასაკი საშიში სულაც არ არის
პარტნიორები შეიძლება განსხვავდებოდნენ 15,20, 25 და 30 წლითაც კი. მაგალითად, არსებობენ წყვილები, რომლებშიც გოგონა 20 წლისაა, მამაკაცი კი 40 ან 50-ის. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასაკობრივი სხვაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ სოციალური საკითხები უფრო მეტად მნიშვნელოვანი. მაგალითად, სასურველია პარტნიორები ერთი და იგივე ქვეყნიდან იყვნენ და ერთნაირი ღირებულებები ჰქონდეთ. უხეშად რომ ვთქვათ, 40 წლის ევროპელი კაცი შეეფერება 20 წლის ევროპელ ქალს.
მიზეზები, თუ რატომ ირჩევენ ასაკით უფროს პარტნიორს
ქალსა და მამაკაცს შორის ასაკობრივი სხვაობა იშვიათი არაა. ჩვენ გეტყვით, თუ რატომ ირჩევენ სხვადასხვა ასაკის პარტნიორებს:
- გამოცდილება - ადამიანთა უმეტესობა, ის ვინც ეძებს უფროს პარტნიორს, ძირითადად აფასებს მის გამოცდილებასა და "სიმწიფეს";
- ფინანსური სტაბილურობა - ბევრი ადამიანისთვის პრიორიტეტულია პარტნიორის სტაბილური ფინანსური მდგომარეობა;
- უფროს პარტნიორებს შეიძლება ჰქონდეთ მეტი სექსუალური გამოცდილება და განათლება ცხოვრებაში;
- ზოგიერთი ადამიანი ეძებს უფროს პარტნიორს, რათა შეცვალოს რაიმე, ისწავლოს და გაეცნოს რაიმე ახალს ცხოვრებაში;
- ზოგჯერ ასაკით უფროსი პარტნიორის შერჩევა ხდება, რათა შეავსონ მათ ცხოვრებაში არსებული ხარვეზები, როგორიცაა სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობა ბავშვობაში.
მიზეზები, თუ რატომ ირჩევენ ასაკით უმცროს პარტნიორს
- ახალგაზრდა პარტნიორები შესაძლოა იყვნენ მეტად ენერგიულები და აქტიურები, რაც შეიძლება მიმზიდველი იყოს მათთვის, ვინც უფრო დინამიკურ ურთიერთობას ეძებს;
- სიახლისა და მრავალფეროვნების სურვილი შესაძლოა მიმზიდველი იყოს მათთვის, ვინც ეძებს ახალ გამოცდილებას და სურს ისწავლოს რაიმე ახალი;
- უმცროსი პარტნიორები ასევე შეიძლება იყვნენ მიმზიდველები მათთვის, ვინც ეძებს ინტენსიურ და მრავალფეროვან სექსუალურ ურთიერთობებს;
- ასევე შესაძლებელია, ამით ხაზს უსვამდნენ მათ სოციალურ სტატუსს ან სურდეთ მეტად მიმზიდველები გახდნენ სხვების თვალში;
- ზოგიერთი კი მხოლოდ იმიტომ ეძებს ახალგაზრდა პარტნიორს, რათა თავი მეტად ახალგაზრდულად და ენერგიულად იგრძნოს.
ასაკობრივი სხვაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები წყვილებში
როდესაც ქმარი ცოლზე უფროსია, ან პირიქით, ცოლი ქმარზე უფროსია, მათი ოჯახური ცხოვრება შეიძლება აღმოჩნდეს იდეალურიც და ნეგატივებითა და იმედგაცრუებებით სავსე. მაგრამ ყველაფრის მოგვარება შეიძლება, თუ მზად ხართ და კომპრომისზე წახვალთ.
ასაკობრივი სხვაობის უპირატესობები
უფროს პარტნიორს შეიძლება ჰქონდეს მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე უმცროს პარტნიორთან გასაზიარებლად. ეს შეიძლება დაეხმაროს ახალგაზრდა პარტნიორს განვითარებაში და ისწავლოს უფროსი პარტნიორის შეცდომებზე. ახალგაზრდა პარტნიორის ცხოვრების ახლებური ხედვა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს უფროსი პარტნიორისთვის. ეს დაეხმარება უფროს პარტნიორს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და ენერგიულობა.
ასაკობრივი სხვაობის უარყოფითი მხარეები
ასაკობრივმა დიდმა სხვაობამ შეიძლება გამოიწვიოს პარტნიორების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყოფნა. ამის გამო პარტნიორებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ინტერესები და მიზნები, რამაც შეიძლება გაართულოს ერთმანეთის გაგება.
დიდმა ასაკობრივმა სხვაობამ შეიძლება გაიძულოთ კომპრომისებზე ხშირად წასვლა. უფროს პარტნიორს შეიძლება ჰქონდეს უფრო კონსერვატიული შეხედულებები, ხოლო ახალგაზრდა პარტნიორი შეიძლება იყოს უფრო ექსპერიმენტული და ღია ახალი იდეებისთვის.
ნატა ბეწუნაიძე