როგორ იმკითხაოთ ყავის ნალექზე
თაღი - გამოვლილი ტრაგედია, დანაკარგი.
ლარნაკი - ნუ დაწვრილმანდებით, თორემ შანსს ხელიდან გაუშვებთ.
ტალღები - გაურკვევლობა.
ჭიშკარი - ელოდეთ მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო სტუმრებს.
ლურსმანი - თავდასხმა. თქვენს წინაშე ჩადენილი უსამართლობა. შესაძლოა, ვიღაც შეგნებულად გიშლით ხელს მიზნის მიღწევაში.
მთები - ამბიციები. ნუ შეჩერდებით მიღწეულზე, თქვენი მისწრაფებები - თქვენი სამოძრაო ძალაა.
სოკო - წარმატება გელით კარიერაში. შესაძლებლობების გაფართოება. საცხოვრებლის შეცვლა.
ორი თვალი - ცვლილებები გელით; ერთი თვალი - ვიღაც გითვალთვალებთ.
ორი სახე - თავისუფლება, მაგრამ თუ სახეები სხვადასხვა მიმართულებით იყურება, მაშინ განშორება ან ჩხუბი გელით.
ბლის კუნწულა - ორმხრივი სიყვარული.
კარი - თქვენს წინაშე ახალი პესპექტივები გაიხსნება.
ხე - თქვენი გეგმები განხორციელდება, იამაყებთ საკუთარი თავით.
სახლი - კარგი დროა ახალი საქმის წამოსაწყებად;
ნაძვი - შემოქმედებით საქმიანობაში წარმატება გელით;
ვარსკვლავი - ბედნიერება და წარმატება პირად ცხოვრებაში; ვიღაცას შეუყვარდებით;
გველი - სიძულვილი და მტრობა, თქვენს ირგვლივ ინტრიგებს დახლართავენ. ფრთხილად იყავით, თქვენს გვერდით ძლიერი მტერია.
კვადრატი - წარმატება სიყვარულში.
ხანჯალი - ადამიანობის დაკარგვა ეჭვიანობის ნიადაგზე.
წიგნი - სირთულეები სიმართლის ძებნაში.
კონვერტი - ელოდეთ სწრაფ ამბავს.
კალათი - ფინანსური კეთილდღეობა სწრაფად მოიმატებს.
გვირგვინი - წარმოუდგენელი წარმატება გელით.
საფულე - მატერიალური მოგება;
კატა - ინტრიგა და უსიამოვნება ქალისგან.
წრე - მძიმე სამუშაო დაგიფასდებათ;
წრე 4 წერტილით შიგნით - რაიმე საქმის დასრულება.
ბუჩქი - ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას მეორეხარისხოვანი საქმეებისთვის, მიხედეთ ყველაზე მთავარს.
კიბე - დაუღალავი შრომის შემდეგ თქვენ გელით კარიერული წინსვლა.
ღამურა - ინტრიგა, შეთქმულება თქვენს წინააღმდეგ. ის, ვინც მეგობრად მოგაჩვენებთ თავს, ბოლოს მტერი აღმოჩნდება.
რამდენიმე მოკლე ხაზი - წარმატება, შემოსავალი;
ერთი გრძელი ხაზი - დღეგრძელობა და კეთილდღეობა. ხან კი - მოგზაურობა.
წყვეტილი ხაზი - თქვენი მდგომარეობა ჯერჯერობით გაურკვეველია. ხანდახან - ავადმყოფობასაც ნიშნავს.
ნავი - მოგიწევთ დათმობაზე წასვლა.
ცხენი - სასიამოვნო, მოულოდნელი სიახლე. ხანდახან – ახალი მეგობარი.
სავსე მთვარე - ახალი სასიყვარულო თავგადასავალი გელით.
ნახევარმთვარე - ორმხრივი სიყვარული ახალ ნაცნობთან. ან მნიშვნელოვანი საქმე შედეგს ერთი თვის შემდეგ გამოიღებს.
ახალი მთვარე - რაღაცას მიიღებთ საყვარელი ადამიანისგან.
ბაყაყი - ნუ იქნებით საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული. შესაძლოა ამან პრობლემები შეგიქმნათ.
ბევრი წერტილი წრეზე - ხარჯი. ნუ გაფლანგავთ ფულს უმისამართოდ.
ხიდი - სწრაფად მიაღწევთ დიდ წარმატებას. ელოდეთ ბედისწერისგან ნიშნებს.
მაკრატელი - კამათი; დაშორება.
წასვლის საშუალებას არ გაძლევთ;
ობობა - ჭორები, რომლებიც ჩრდილს მოგაყენებთ. გაუფრთხილდით თქვენს რეპუტაციას;
ჩიტი - კარგი სიახლეები; რამდენი ჩიტიც იქნება, იმდენი სიახლე. მაგრამ თუ ჩიტი გადახაზულია, მაშინ სიახლე კარგი არ იქნება. და თუ ჩიტთან ახლოს ბევრი წერტილია და ხაზი, მაშინ სიახლე ფინანსებთან იქნება დაკავშირებული.
რომბი - წინააღმდეგობა სასიყვარულო გზაზე.
თევზი - წარმატება გელით ყველა წამოწყებაში, ან - ორსულობა.
გული - შეგიყვარდებათ, ან უკვე შეყვარებული ხართ.
სკამი - მეგობრებთან ურთიერთობა, ან - ცილისწამება.
ძაღლი - მეგობრები დაგეხმარებიან პრობლემების გადაწყვეტაში.
მზე - წარმატება გელით და უდარდელი ცხოვრება.
ჩანთა - ფრთხილად იყავით, ხაფანგს დაგიგებენ ან - სასწრაფოდ მოგიწევთ სადმე გამგზავრება;
წერტილები - ფულადი მოგება, ან - წარმატებული თამაში.
სამკუთხედი - დასახული მიზნისკენ სავალი გზა გრძელი აღმოჩნდება.
ადამიანის სილუეტი - პერსპექტიული ნაცნობობა გელით. ქალის სილუეტი - ახალი დაქალი;
მამაკაცის სილუეტი - ახალი შეყვარებული ან უფროსი.
ყვავილი - სანუკვარი სურვილის ასრულება.
ფინჯანი - სასიამოვნო დროსტარება გელით; მოტეხილი ყურით - იმედგაცრუება გელით.
ვაშლი - ოჯახური ბედნიერება.
ცეცხლის ალი - მრისხანება, თავშეუკავებლობა. თუ სასიყვარულო სიმბოლოსთან ერთად არის - ფიზიკურ ლტოლვას ნიშნავს;
იალქანი - სტაბილური წარმატება.
ხვლიკი - მეგობრის ღალატი.