როგორ დავამატოთ/გადავანაცვლოთ ფაკულტეტები naec.ge-ზე - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის - rogor.ge

როგორ დავამატოთ/გადავანაცვლოთ ფაკულტეტები naec.ge-ზე - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის

ცვლილებების განხორციელების ინსტრუქცია:

ცვლილებების განსახორციელებლად უნდა ეწვიოთ ვებრვერდებს www.naec.gov.ge ან online.naec.ge. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განკუთვნილ ფანქარაზე დაჭერის შემდეგ კი შესაბამის გრაფაში შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ ფოსტაზე მიღებული პაროლი. იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ პაროლი, ელექტრონული ფოსტის შეყვანის შემდეგ სააჭირეთ შეხსენების ბმულს. რის შედეგადაც მიიღებთ ახალ პაროლს ელექტრონულ პოსტაზე.

naec-1693297677.jpg

ფაკულტეტის (პროგრამის) დამატებისას კურსორი უნდა დააყენოთ იმ არჩევანზე (პროგრამაზე),რომლის შემდეგაც გსურთ პროგრამის (ფაკულტეტის) დამატება. იმ შემთხვევაში, თუ ახალი პროგრამის დამატება პირველ ნომრად გსურთ, დააყენეთ კურსორი პირველ არჩევანზე, დაამატეთ პროგრამა, შემდეგ წაშალეთ პირველ ნომრად მითითებული ფაკულტეტ, რის შემდეგაც ახალადარჩეული პროგრამა განახდადში პირველ ადგილას აღმოჩნდება. იმ პროგრამის დამატებას, რომელიც წაშალეთ, ანალოგიური წესით შეძლებთ.

თუ ფაკულტეტს დაამატებთ კურსორის კონკრეტულ პროგრამაზე დაყენების გარეშე, სისტემა მას ავტომატურად დაამატებს ბოლო პოზიციაზე.

სასურველი უნივერსტეტების ფაკულტეტები უნდა იქნას პრიორიტეტების მიხედვით არჩეული.

ცვლილებების შეტანის შემდეგ აუცილებლად დააჭირეთ შენახვის ღილაკს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა ცვლილებებს არ შეინახავს და ცვლილებები არ აისახება განაცხადში.

„შეგახსენებთ, რომ ელექტრონულ განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ნატა ბეწუნაიძე

წყარო: naec.ge