4 მარტივი ჩვევა, რომელიც საძილე აბებზე უკეთ დაგაძინებთ - rogor.ge

4 მარტივი ჩვევა, რომელიც საძილე აბებზე უკეთ დაგაძინებთ

აწარმოე დღიური

ყველაზე ხშირად, სტრესი, გაზრდილი შფოთვა, აკვიატებული აზრები, რომლებსაც ადამიანი ძილის წინ უტრიალებს თავში, ხელს უშლის ძილს. ამ შემთხვევაში, დღიურის წარმოება შეიძლება სასარგებლო იყოს. ძილის წინ ქაღალდს უნდა მიანდოთ მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი ნეგატივი და ასევე დაწეროთ კარგ მოვლენებზე, რათა ცუდზე არ ჩაიციკლოთ.

გარდა ამისა, რამდენიმე წუთი უნდა დაუთმოთ ხვალინდელი დღის დაგეგმვას. ეს დაგეხმარებათ არ დაივიწყოთ არაფერი და გქონდეთ განცდა, რომ მომავალი უფრო პროგნოზირებადი და კონტროლირებადია. გარდა ამისა, დღიურთან კომუნიკაცია დაგეხმარებათ არ გამოიყენოთ გაჯეტები, რომელთა გამოყენება არ არის რეკომენდებული ძილის წინ.

ვარჯიში „რელაქსაცია-დაჭიმულობა“

დასვენების ერთ-ერთი უმარტივესი ტექნიკა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. საწოლში, ჩამქრალ შუქში დაწოლისას, აუცილებელია სხეულის გარკვეული ნაწილების მონაცვლეობით დაძაბვა და დასვენება პერიფერიიდან ცენტრის მიმართულებით. ჯერ მჭიდროდ მოხვიეთ მუშტები, დაჭიმეთ წინამხრები, დაითვალეთ 5 ან 10-მდე და შემდეგ დაისვენეთ. ანალოგიურად, დაძაბეთ და მოადუნეთ მხრების, კისრის, ტერფების, წვივების, თეძოების, პრესის, ზურგის კუნთები.

ამ ვარჯიშს ცოტა დრო სჭირდება, მაგრამ ის საშუალებას გაძლევთ მოიხსნათ სხეულში გონებისთვის უხილავი მომჭერები და უფრო სწრაფად დაიძინოთ. გაგრძელება