როგორი სიარულია უკეთესია - ხანმოკლე და ენერგიული თუ ხანგრძლივი და ნელი?
რა სარგებელი მოაქვს ხანმოკლე, მაგრამ ენერგიულ სიარულს?
პირველ რიგში, სწრაფი სიარული ძალიან კარგია გულისა და სისხლძარღვებისთვის. სინამდვილეში, ეს არის კარდიო ვარჯიში, რომელიც აჩქარებს გულს, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ზრდის აერობულ გამძლეობას, ანუ ჟანგბადის განაწილების ეფექტურობას მთელ სხეულში ფიზიკური დატვირთვის დროს.
გარდა ამისა, სწრაფი სიარული შესანიშნავი საშუალებაა ფეხის კუნთების გასაძლიერებლად.
რა სარგებლობა მოაქვს ხანგრძლივ, ნელ სიარულს?
როდესაც ნელა დადიხართ, თქვენი გულისცემა არ მატულობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი სიარული არ არის კარგი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ის ასევე ხელს უწყობს გულის და სისხლის მიმოქცევის სისტემის გაძლიერებას და ამით ზრდის საერთო გამძლეობას.
გარდა ამისა, ნელი სიარული სახსრებს ისე არ ტვირთავს, როგორც სწრაფი სიარული, ამიტომ ამ ტიპის ვარჯიში შესაფერისია მათთვის, ვისაც ამ სფეროში პრობლემები აქვს. ხანგრძლივი (მაგრამ არა ძალიან გრძელი), თავისუფლი გასეირნება ასევე კარგია ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში.
ასეთი დაბალი ინტენსივობის ვარჯიში შესანიშნავია სისხლის მიმოქცევისა და კუნთების სიძლიერის აღსადგენად. გაგრძელება