თანამოსაუბრის 3 ფრაზა, რომელიც შეუმჩნევლად გართმევთ ძალას და ენერგიას - როგორ ამოიცნოთ ადამიანები - rogor.ge

თანამოსაუბრის 3 ფრაზა, რომელიც შეუმჩნევლად გართმევთ ძალას და ენერგიას - როგორ ამოიცნოთ ადამიანები

ცუდი სურვილები

ხშირად ადამიანები მეტყველებაში იყენებენ ზოგიერთ გამოთქმას, რომლის მნიშვნელობა არც კი ესმით. უფრო სწორად, არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. სხვათა შორის ფრაზა, როგორიცაა "Wow!" ძალიან გავრცელებულია ყოველდღიურ მეტყველებაში. ამავე დროს, მისი მნიშვნელობა აბსოლუტურად უარყოფითია. საუბრის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ენერგია, გააფუჭონ განწყობა და ზიანი მიაყენონ ჩვენს ჯანმრთელობას.

სიტყვები გარეგნობის შესახებ

ნებისმიერ სიტყვას, რომელსაც ადამიანი ამბობს თანამოსაუბრის გარეგნობაზე, მის ჯანმრთელობაზე, სხეულზე ან შესაძლებლობებზე, დიდი ძალა აქვს. მაგალითად, გამონათქვამები, როგორიცაა: "ბრმა ხართ?", "კეხიანი ცხვირი გაქვს". ერთი შეხედვით უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის მთელ ცხოვრებაზე.

უხეში საუბარი

დამანგრეველი სიტყვების ენერგია ჩვენზე შეუმჩნეველ, მაგრამ საკმაოდ ხელშესახებ გავლენას ახდენს. უარყოფითი სიტყვების უხილავი ზემოქმედება ზუსტად მიზანში ხვდება. როგორ გავუმკლავდეთ მას? დააკვირდით თქვენს მეტყველებას და შეეცადეთ გამორიცხოთ ნებისმიერი უარყოფითი გამონათქვამი და ორაზროვანი მნიშვნელობის მქონე ფრაზა. დაფიქრდით რას ნიშნავს თქვენი სიტყვები. თუ თქვენს ნაცნობებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ხშირად ამბობენ უარყოფით ფრაზებს თქვენი მისამართით, უთხარით მათ ამ ყველაფრის შესახებ, ან შეამცირეთ კომუნიკაცია ასეთ ადამიანთან.