როგორ გამოხატავენ უარყოფით ენერგიას ზოდიაქოს ნიშნები - ტოპ 5 უარყოფითი ენერგიის მქონე ნიშანი - rogor.ge

როგორ გამოხატავენ უარყოფით ენერგიას ზოდიაქოს ნიშნები - ტოპ 5 უარყოფითი ენერგიის მქონე ნიშანი

ქალწული

მეხუთე ადგილზეა ქალწული. ქალწულის ნიშნის წარმომადგენლები ერთი შეხედვით მშვიდები და კეთილგანწყობილები ჩანან. მაგრამ როგორც კი ახლოს გაიცნობთ, შეამჩნევთ მათ კრიტიკულ ხასიათს. ქალწულები მზად არიან გააკრიტიკონ აბსოლუტურად ყველაფერი - უფროსები, პოლიტიკოსები, ფანჯრის მიღმა ამინდი და, რა თქმა უნდა, თქვენი სამუშაო. სრულიად უსირცხვილოდ გაგიმხელენ ნაკლოვანებებს, ეძებენ თქვენს შეცდომებს და გეტყვიან, თუ როგორ უნდა იქცეოდეთ. ქალწულები განთქმულნი არიან ასეთი ქცევით არა მხოლოდ სამსახურში და კოლეგებთან ურთიერთობაში, არამედ მათი ასეთი ქცევა მეტად გამძაფრებულია ნათესავებთან და მეგობრებთან. ქალწულები სახლშიც მუდმივად წესრიგის დაცვას ითხოვენ. მაგრამ ეს არ არის ქალწულების ერთადერთი ცუდი თვისება. ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაფერს უარყოფითად ხედავენ. ისინი ნებისმიერ ინფორმაციას კრიტიკულად და უნდობლობით აღიქვამენ, სხვებს კი დიდი ენერგია და ნერვები სჭირდებათ, რათა ქალწულებს დაუმტკიცონ ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია და უფრო რთულია მათთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.

კირჩხიბი

მეოთხე ადგილს კირჩხიბი იკავებს. ისინი მელანქოლიური და ზოდიაქოს ყველაზე დამთრგუნველი წარმომადგენლები არიან. ძალიან ადვილია მათი განწყობის გაფუჭება ერთი უსიამოვნო ფრაზით, შემდეგ კი მთელი დღე ნეგატივი უნდა აფრქვიონ. ისინი არიან ზარმაცი პიროვნებები, რომლებსაც მხოლოდ სკანდალით შეუძლიათ მუშაობა და მაღაზიაში წასვლაც კი. ამ ადამიანებს არაფერი მოსწონთ, ყველაფერში ხედავენ ხარვეზებს და ეს ნეგატივი სხვებსაც გადაეცემა.

ამ ნიშნის პიროვნებებს გულწრფელად სჯერათ, რომ მათთან მიმართებით სამყარო უსამართლოა. და თუ მათ ჰყავთ ძმა ან და, კირჩხიბ მშობლებს მთელი ცხოვრება მოუწევთ საყვედურის მოსმენა, რომ მათ სხვა შვილები მეტად უყვართ. ყველაზე წარმოუდგენელი ის არის, რომ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც დეპრესიაშია, თავს ცუდად გრძნობს, კვლავ სურს იგრძნოს ცხოვრების სიხარული. კირჩხიბებთან სხვაგვარადაა. ისინი თავს მშვენივრად გრძნობენ ნეგატივის ამ "ღრუბელში" და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მასში სხვები ჩაითრიონ. ახლობელი ადამიანებისთვის კირჩხიბის გაგება ძალიან რთულია.

თხის რქა

მესამე ადგილზეა თხის რქა. თხის რქები ცივი, უგრძნობი და უკიდურესად ეგოისტური პიროვნებები არიან. ამ ადამიანების მთელი ცხოვრების გზა კარიერული განვითარებისა და გამდიდრებისკენ არის მიმართული, თხის რქისთვის კი ადამიანები მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა. ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლების სხვების მიმართ დამოკიდებულება ხშირად დამამცირებელია.

თხის რქები თავს ყველაზე ჭკვიან და ბრძნულ ინდივიდებად თვლიან, სხვები კი არაგონივრულ პიროვნებებად აღიქმებიან და ამას ყოველმხრივ უსვამენ ხაზს საუბარში, რაც ძალიან აღიზიანებს თანამოსაუბრეებს. ამ ნიშნის წარმომადგენელი საკუთარი თავის გარდა არავის ენდობა და ამიტომ ეჭვის თვალით უყურებს გარშემომყოფებს. გარდა ამისა, თხის რქა გრძნობებში ძუნწია, მისგან სინაზეს და სითბოს არ უნდა ელოდოთ. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა უსიამოვნოა.

ტყუპები

მეორე ადგილზეა ტყუპები. უგულო და წინდახედულ ტყუპებს არ უწევთ ადამიანის შეურაცხყოფა და დამცირება. მათ არ აქვთ ტაქტის გრძნობა, მაგრამ საკმარისია არაპოზიტიური განწყობა და ისინი ამის გადატანას სხვებზეც ეცდებიან. ტყუპების მოწონება ძალიან რთულია. კომუნიკაციის დროს ტყუპები ხშირად ტაქტიანები არიან, ისინი აფასებენ თითოეულ ადამიანს და თუ მას საკუთარი თავის თანასწორად არ თვლიან, კომუნიკაციაში იწყება უგულებელყოფა და დაცინვა. თავიდან ეს იწვევს დაბნეულობას, შემდეგ კი ნეგატივს და უარყოფას, რის გამოც გარშემომყოფები ამჯობინებენ ტყუპების გვერდის ავლას. თუ ბოროტი თვალის გეშინიათ, უმჯობესია არ გადაკვეთოთ გზა ტყუპებთან. ამ ადამიანებს შეუძლიათ ადვილად შეიზიზღონ ადამიანი, მოუტანონ მას უბედურება, რითაც წარმატების გზაზე უკან დასწევენ.

მორიელი

პირველ ადგილს მორიელი იკავებს. მორიელებს ზოდიაქოს ნიშნის ყველაზე ნეგატიურ წარმომადგენლებს უწოდებენ. ეს ადამიანები ირჩევენ უკიდურესობებს და, შესაბამისად, თუ უყვართ, მაშინ სისულელემდე მიდიან, ხოლო თუ სძულთ, არ გაჩერდებიან, სანამ არ გაანადგურებენ მსხვერპლს. ყველამ იცის მორიელების პათოლოგიური ეჭვიანობა და მათი მტკივნეული შურისძიება. ამ ნიშნის წარმომადგენლები არ პატიობენ შეურაცხყოფას და, შესაბამისად, არავის სურს მორიელის მტრის როლში ყოფნა. ამ ნიშნის წარმომადგენლები აგრესიულები არიან, მათ შეუძლიათ ადამიანს რისხვა აწიონ უბრალო წვრილმანის გამო და, შესაბამისად, გარშემომყოფები ან ახლო მეგობრები ამჯობინებენ შორს დაიჭირონ თავი. ბევრი ადამიანი მორიელებთან ურთიერთობის შემდეგ თავს სუსტად და დაღლილად გრძნობს. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის ბევრი ენერგეტიკული ვამპირია. ეს ადამიანები უბრალოდ სხვების ენერგიით იკვებებიან და ამას აგრესიითა და ნეგატივით აკეთებენ. ნუ დაგავიწყდებათ ეს მათთან ახლოს ყოფნისას.