როგორ გამოიყენოთ Chrome-ის 4 ახალი ფუნქცია სმარტფონებზე - rogor.ge

როგორ გამოიყენოთ Chrome-ის 4 ახალი ფუნქცია სმარტფონებზე

მინიშნებები შემდეგი ძიებისთვის

როდესაც გახსნით საიტს Chrome-ში iOS-ზე ან Android-ზე და დააწკაპუნებთ მისამართების ზოლზე, ნახავთ შესაბამისი ძიების შემოთავაზებებს. მაგალითად, თქვენ კითხულობთ სტატიას იაპონიის შესახებ, როდესაც გეგმავთ მომავალ მოგზაურობას. ძიებაზე დაწკაპუნებით გამოჩნდება ახალი განყოფილება, სახელწოდებით "ამ გვერდთან დაკავშირებული" შემოთავაზებებით სხვა საძიებო ტერმინებისთვის, როგორიცაა ადგილობრივი რესტორნები ან ტურისტული ღირსშესანიშნაობები.

1-1692264512.jpg

ტრენდული პოსტები

Chrome-ში Android-ზე, ახლა შეგიძლიათ იხილოთ პოპულარული ძიება პირდაპირ მისამართების ზოლში. უბრალოდ გახსენით ახალი ჩანართი, დააკლიკეთ ძიებას და გადადით ქვემოთ, რომ ნახოთ რა არის ტრენდული.

2-1692265528.jpg

მოძებნეთ მსგავსი მოთხოვნები

რამდენიმე წლის წინ, Chrome-მა Android-ზე შემოიტანა არჩეული სიტყვის ან ფრაზის სწრაფი ძიება (Touch to Search). ახლა ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ ნახოთ მსგავსი საძიებო მოთხოვნები. მაგალითად, თქვენ კითხულობთ სტატიას და წააწყდებით თემას, რომლის შესახებაც გსურთ მეტი გაიგოთ. Touch to Search-ის გამოყენებით, შეგიძლიათ ნახოთ დაკავშირებული საძიებო ტერმინების სია, რათა მიიღოთ უფრო სასარგებლო ინფორმაცია უფრო სწრაფად.

3-1692264665.1.png

მეტი საძიებო წინადადებები

ახლა, როცა ტელეფონზე Chrome-ის მისამართების ზოლში დაიწყებთ აკრეფას, შემოთავაზებების ჩამოსაშლელ სიაში ნახავთ შესაფერის ვარიანტებს.

4-1692264688.1.png