როგორ დავხარჯოთ ფული გონივრულად ქორწილის ნაცვლად
ინვესტიცია უძრავ ქონებაში
თუ ქირაობთ, პირველი რაც გახსენდებათ არის თქვენი საკუთარი ბინა. სხვათა შორის, ეს კარგი ინვესტიციაა მათთვისაც, ვისაც ბინა უკვე აქვს. შეგიძლიათ ბინის გაქირავებით მიიღოთ სოლიდური შემოსავალი და დაზოგოთ სიბერისთვის. მეორე ვარიანტი არის ნაკვეთის ყიდვა. მისი ღირებულება დამოკიდებულია რეგიონზე, კომუნიკაციების ხელმისაწვდომობაზე და სხვა.
დაიწყეთ ბიზნესი
გახსენით პატარა ონლაინ მაღაზია ან დაკავდით რაიმე სახის ხელსაქმით. გადააქციეთ თქვენი გატაცება მომგებიან საქმედ.ინვესტიციის დროს შეგიძლიათ დაზოგოთ ხარჯვები, მაგალითად შეიძინოთ მეორეული აღჭურვილობა და ზოგი რამ საკუთარი ხელით გააკეთოთ. თუ არ გსურთ ბიზნეს გეგმის დაწერა, არსებობს უფრო მარტივი ვარიანტი - ფრენჩაიზია. ფორმატი კარგია დამწყები მეწარმეებისთვის.
იყიდეთ მეორეული მანქანა
ის ვერ იქნება ახალი ძვირადღირებული მანქანის ანალოგი, თუმცა მეორეული მანქანის შეძენა კარგი ვარიანტია. ამით თქვენ დაზოგავთ ფულს, იქამდე სანამ შეძლებთ ძვირადღირებული მანქანის ყიდვას.
დაეუფლეთ ახალ პროფესიას
განათლებაში ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანია. შეგიძლიათ გაიაროთ შესაბამისი კურსები და დასაქმდეთ IT ინდუსტრიაში. თუ ტექნოლოგია არ არის თქვენი, შეგიძლიათ სცადოთ სხვა მიმართულებები.
წადით სამოგზაუროდ
შეგიძლიათ თანხები მოგზაურობაში დახარჯოთ და ახალ თავგადასავლებში ჩაერთოთ. ზოგიერთ ქვეყანას გარკვეული შეთავაზებებიც კი აქვს ახალდაქორწინებულებისთვის.
აისრულეთ ოცნება
რა თქმა უნდა, თქვენ და თქვენს რჩეულს გაქვთ გარკვეული სურვილები. შეგიძლიათ დათმოთ დიდი ზეიმი ერთი დიდი ოცნების ასრულებისთვის.
გადადგით ნაბიჯი
გადადგით თქვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუ გსურთ ემიგრაციაში წასვლა. თუმცა არ იფიქროთ, რომ იქ ფულის გარეშე წახვალთ და საკმარისზე მეტს გამოიმუშავებთ, უმჯობესია წასვლისას გქონდეთ საკმარისი თანხა, რომ იმყოფინოთ მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში მაინც. ბევრი რამ არის დამოკიდებული ადგილმდებარეობაზე. მაგალითად, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ბინის დაქირავება თვეში ათას ხუთას ევრომდე აღწევს. ამიტომ წინასწარ გათვალეთ ქვეყანა და ხარჯები.