როგორ დაისვენოთ სახლიდან გაუსვლელად - 8 ფილმი და სერიალი შვებულებაზე, რომელიც განტვირთვაში დაგეხმარებათ - rogor.ge

როგორ დაისვენოთ სახლიდან გაუსვლელად - 8 ფილმი და სერიალი შვებულებაზე, რომელიც განტვირთვაში დაგეხმარებათ

The White Lotus/თეთრი ლოტუსი

  • ჟანრი:დრამა, კომედია
  • ტელეარხი: HBO
  • სტუდია: Rip Cord Productions, The District
  • გამოშვების წელი: 2021
  • ხანგრძლივობა: 54 წთ
  • ქვეყანა: აშშ

ფილმის სიუჟეტი: გაეცანით ექსკლუზიური ტროპიკული კურორტის მრავალფეროვანი სტუმრებისა და თანამშრომლების ცხოვრებას ერთი კვირის განმავლობაში და აღმოაჩენთ, რომ ერთი შეხედვით იდეალური მოგზაურები, სასტუმროს მხიარული თანამშრომლები და კურორტის იდილია მხოლოდ მოჩვენებითია და ყოველდღიურად ახალი შავბნელი დეტალი იჩენს თავს.

Midnight in Paris/შუაღამე პარიზში

  • ჟანრი: კომედია, მელოდრამა
  • სტუდია: Pontchartrain Productions, Gravier Productions, Mediapro, Versátil Cinema, TV3
  • გამოშვების წელი: 2011
  • რეჟისორი: Woody Allen
  • ხანგრძლივობა: 94 წთ
  • ქვეყანა: ესპანეთი
  • ბიუჯეტი: $ 30,000,000
  • შემოსავალი: $ 151,119,219

ფილმის სიუჟეტი: რომანტიკოსი მწერალი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 1920-იან წლებში უნდა ეცხოვრა, შეყვარებულთან ერთად პარიზში ჩამოდის და წარსულში ხვდება. ის იქ ჰემინგუეის, პიკასოს, ცოლ-ქმარ ფიცჯერალდებს და გერტრუდა სტაინს ხედავს და ხვდება, რომ სწორედ ამ დროებას მიეკუთვნება და იქ სამუდამოდ დარჩენა უნდა..

A Bigger Splash/დიდი შხეფი

  • ჟანრი: დეტექტივი, დრამა, კრიმინალური
  • სტუდია: Sensi Contemporanei Cinema e Audiovisivo, StudioCanal, Frenesy Film Company, COTA Films, Regione Siciliana, Sicilia Film Commission, Ministero per i Beni e le Attività Culturali
  • გამოშვების წელი: 2015
  • რეჟისორი: Luca Guadagnino
  • ხანგრძლივობა: 125 წთ
  • ქვეყანა: საფრანგეთი
  • შემოსავალი: $ 7,545,758

ფილმის სიუჟეტი: ამერიკელი წყვილი არდადეგებს იტალიაში ატარებს. ყველაფერი რთულდება, როდესაც ცოლი მოიწვევს ყოფილ საყვარელს თინეიჯერ ქალიშვილთან ერთად..

In Bruges/ბრიუგეში

  • ჟანრი: დრამა, თრილერი, კომედია, კრიმინალური
  • სტუდია: Twins Financing, Blueprint Pictures, Focus Features, Scion Films, Film4 Productions
  • გამოშვების წელი: 2008
  • რეჟისორი: Martin McDonagh
  • ხანგრძლივობა: 108 წთ
  • ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • ბიუჯეტი: $ 15,000,000
  • შემოსავალი: $ 34,533,783

ფილმის სიუჟეტი: ორი მკვლელი რეი და კენი ბელგიაში, ბრიუგეში ჩადიან და შემდგომ მითითბებს იქ ელოდებიან. აქ მათ საკმარისი დრო აქვთ იმისათვის, რომ მათი წინა დავალება გაიხსენონ. როდესაც კენი შემდეგ დავალებას მიიღებს, ეს სულაც არ აღმოჩნდება ის, რასაც იგი ელოდა...

The Darjeeling Limited/მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით

  • ჟანრი: დრამა, კომედია, სათავგადასავლო
  • სტუდია: Fox Searchlight Pictures, Scott Rudin Productions, American Empirical Pictures
  • გამოშვების წელი: 2007
  • რეჟისორი: Wes Anderson
  • ხანგრძლივობა: 92 წთ
  • ქვეყანა: აშშ
  • ბიუჯეტი: $ 16,000,000
  • შემოსავალი: $ 24,377,151

ფილმის სიუჟეტი:სამი ერთმანეთისგან გაუცხოებული ძმა, ინდოეთში მოგზაურობას გადაწყვეტს, რომ აღადგინონ ის ურთიერთობა რაც ბავშვობაში ჰქონდათ, მაგრამ მათი მოგზაურობა მოულოდნელობებით აღსავსე თავგდასავლად გადაიქცევა.

Into the Wild/ველურ პირობებში

  • ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა, სათავგადასავლო
  • სტუდია: River Road Entertainment, Paramount Vantage, Into the Wild, The Linson Company, Square One C.I.H.
  • გამოშვების წელი: 2007
  • რეჟისორი: Sean Penn
  • ხანგრძლივობა: 148 წთ
  • ქვეყანა: აშშ
  • ბიუჯეტი: $ 15,000,000
  • შემოსავალი: $ 56,255,142

ფილმის სიუჟეტი: ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე. 1992 წელს ემორის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საუკეთესო სტუდენტი და ათლეტი კრისტოფერ მაკქენდლესი უარს ამბობს საკუთარ ქონებაზე. საკუთარ დანაზოგს 24 000 დოლარის ოდენობით მთლიანად ქველმოქვედებაში ხარჯავს და თავად უდაბურ ადგილას საცხოვრებლად, ავტოსტოპით ალიასკაზე მიემგზავრება. გზად, კრისტოფერი უამრავ პერსონაჟს შეხვდება, რომლებიც მის ცხოვრებას შეცვლიან...

Triangle of Sadness/სევდის სამკუთხედი

  • ჟანრი: დრამა, კომედია
  • ტელეარხი: CBC
  • სტუდია: Canal+, 30WEST, Ciné+, Danmarks Radio (DR), Piano, Svenska Filminstitutet, Film i Väst, BBC Films, SVT, Medienboard Berlin-Brandenburg, ZDF, Nordisk Film & TV Fond, Coproduction Office, BFI, TRT, Bord Cadre Films, Imperative Entertainment, Plattform Produktion, Eurimages, Turkish Radio & Television (TRT)
  • გამოშვების წელი: 2022
  • რეჟისორი: Sam Esmail, Ruben Östlund
  • ხანგრძლივობა: 147 წთ
  • ქვეყანა: გერმანია, დანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, მექსიკა, შვედეთი, თურქეთი, აშშ
  • ბიუჯეტი: $ 15,600,000
  • შემოსავალი: $ 24,733,572

ფილმის სიუჟეტი: მოდელების ვარსკვლავურ წყვილს მდიდრულ კრუიზში ეპატიჟებიან, რომელსაც შეშლილი კაპიტანი მართავს. რაც თავიდან ინსტაგრამის პოსტებისთვის ზედგამოჭრილი ჩანს, კატასტროფით სრულდება. გადარჩენილები კი უკაცრიელ კუნძულზე გარიყულები აღმოჩნდებიან...

Palm Springs/პალმ სფრინგზი

  • ჟანრი: კომედია, მელოდრამა, ფანტასტიკა
  • სტუდია: Limelight, The Lonely Island
  • გამოშვების წელი: 2020
  • რეჟისორი: Max Barbakow
  • ხანგრძლივობა: 90 წთ
  • ქვეყანა: აშშ

ფილმის სიუჟეტი:უდარდელი ნაილსი და ფრეილინა სარა შემთხვევით ქორწილში შეხვდებიან ერთმანეთს პალმ სფრინგზსში. საქმე რთულდაა, რადგან არ შეუძლიათ თავი დააღწიონ ამ ღონისძიებას და ერთმანეთს...