ტოპ 3 საუკეთესო კრემი "მედოკისთვის": მოხარშული, არაჟნის და შესქელებული რძით - როგორ მოამზადოთ სწორად - rogor.ge

ტოპ 3 საუკეთესო კრემი "მედოკისთვის": მოხარშული, არაჟნის და შესქელებული რძით - როგორ მოამზადოთ სწორად

არაჟნის კრემი

1-1691997264.jpg

თუ არაჟანი სქელია, შეგიძლიათ უბრალოდ შეურიოთ შაქრის ფხვნილს და კრემი მზად არის. უფრო თხევად არაჟანში კი ასხამთ ათქვეფილ ნაღებს.

ინგრედიენტები:

  • 700 გ. არაჟანი მინიმუმ 20% ცხიმის შემცველობით
  • 200 გ. ნაღები მინიმუმ 33% ცხიმის შემცველობით
  • 200 გ. შაქრის პუდრა

მომზადება:

კრემის მოსამზადებლად ცივი არაჟანი უნდა შეურიოთ ცივ ნაღებს, შაქრის პუდრას და ათქვიფოთ, სანამ მასა შესამჩნევად შესქელდება და ფორმას არ შეინარჩუნებს. ამას შეიძლება 5-7 წუთი დასჭირდეს, ეს ყველაფერი მიქსერის სიმძლავრეზეა დამოკიდებული.

შესქელებული რძით

2-1691997254.jpg

ეს კრემი არის მკვრივი და შესაფერისია თხელი ფენებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამცხვარი შეიძლება მშრალი გამოვიდეს. გარდა ამისა, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს კრემი არა ნაღების კარაქით, არამედ ათქვეფილი ნაღებით.

ინგრედიენტები:

  • 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
  • 200 გ. კარაქი

მომზადება:

ოთახის ტემპერატურის კარაქი 5 წუთის განმავლობაში ათქვიფეთ მაღალსიჩქარიან მიქსერით, სანამ არ გახდება ნათელი და ფუმფულა. გაარძელეთ თქვეფა, ნელ-ნელა, თითო კოვზით ამატეთ შესქელებული რძე და განუწყვეტლივ თქვიფეთ.

მოხარშული კრემი

ინგრედიენტები:

  • რძე - 500 მლ
  • კვერცხი - 2 ც.
  • ფქვილი - 3 ს.კ. (50 გ)
  • შაქარი - 150-200 გ
  • კარაქი - 100 გ
  • ვანილის შაქარი - 10 გ

მომზადება:

პატარა ქვაბში აურიეთ ფქვილი, შაქარი, ვანილის შაქარი, კვერცხი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდეი.ნელ-ნელა დაუმატეთ რძე და კარგად აურიეთ სათქვეფით.

დადგით პატარა ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ რძის მასას, განსაკუთრებით ქვაბის ძირში, რათა არ წარმოიქმნას ფქვილის კოშტები. როგორც კი კრემი შესქელდება და ადუღებას დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან.

ცხელ კრემის მასას დაუმატეთ რბილი კარაქი და ურიეთ სანამ მთლიანად არ გაიხსნება.

კრემს გადააფარეთ ფირი ისე, რომ პირდაპირ ზედაპირზე დადგეს - გაციებისას უხეში ქერქი რომ არ წარმოიქმნას. ამ ფორმით დატოვეთ კრემი ოთახის ტემპერატურაზე გასაცივებლად.