როგორ შევინარჩუნოთ მაკიაჟი სიცხეში - 5 ეფექტური გზა - rogor.ge

როგორ შევინარჩუნოთ მაკიაჟი სიცხეში - 5 ეფექტური გზა

წაისვით მინიმალური მაკიაჟი

პირველი წესია: წაისვით მინიმალური მაკიაჟი, მაგალითად, პრაიმერი, ტონალური, პუდრი, ტუჩის გლოსი. გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულისთვის აბსოლუტურად ყველა კოსმეტიკა უნდა შეიცავდეს SPF-ს.

1-1691669696.png

ტონალური კრემის ნაცვლად სცადეთ კორექტორი

სახეზე ნაკლოვანებების დამალვა შეგიძლიათ კორექტორით. მას აქვს უფრო რბილი ტექსტურა, ვიდრე სხვა პროდუქტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებია ოფლის წვეთები თქვენს სახეზე. მსუბუქი BB კრემი ასევე შეიძლება იყოს ტონალურის ალტერნატივა.

2-1691669710.png

გამოიყენეთ "გრძელვადიანი" მაკიაჟი

წყლისა და ოფლისადმი მდგრადი საშუალებები არა მხოლოდ შეგინარჩუნებთ მაკიაჟს, არამედ შეგმატებთ თავდაჯერებულობას. მოძებნეთ სილამაზის პროდუქტები, რომლებიც გაძლებს საათობით. თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი კანის ტიპი, მნიშვნელოვანია დაიწყოთ სწორი ტონალურის არჩევით, რადგან ის არის ნებისმიერი მაკიაჟის საფუძველი. თვალისა და წარბის მაკიაჟისთვის ყურადღება მიაქციეთ წყალგაუმტარი თვალის ლაინერებს, ტუშსა და წარბის პროდუქტებს, რომლებითაც მაკიაჟი ბუნებრივად გამოიყურება და შუადღისას არ იშლება.

3-1691669724.png

პრაიმერი - ხანგრძლივი მაკიაჟის გასაღები

პრაიმერი სპეციალურად შექმნილია იმისათვის, რომ შეიქმნას თანაბარი, სრულყოფილი კანის ეფექტი და შეგინარჩუნოთ მაკიაჟი. შეგიძლიათ აირჩიოთ მაკიაჟის ბაზის რამდენიმე ვარიანტი: ტონალური კრემი, კორექტორი და ჩრდილები.

4-1691669739.png

მაკიაჟის ფიქსატორი სპრეი

სიცხეში მაკიაჟის გამძლეობის გახანგრძლივების კიდევ ერთი გზაა სპრეის გამოყენება. ის ხელს უწყობს სახეზე კოსმეტიკური საშუალებების შენარჩუნებას საშუალოდ 8-12 საათის განმავლობაში. პროდუქტი უნდა შეისხუროთ 20-30 სმ მანძილიდან და ასევე ჰაილაითერამდე, რაც შიგნიდან მბზინავი კანის ეფექტს ქმნის.

5-1691669754.png