5 ყველაზე მოვლილი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - როგორები არიან ისინი
ტყუპები მეხუთე ადგილზე არიან
ეს ნიშანი მუდმივად "მოძრაობაშია", ახალი იმიჯის ძიებაში. დღეს ის ასე გამოიყურება, ხვალ ვერ იცნობთ. ყოველთვის კარგ ფორმაშია. მათთვის სისუფთავე და მოვლა ყოველთვის პრიორიტეტულია.
კურო რეიტინგში მეოთხეა
მას ბუნებრივად აქვს გემოვნების და სტილის შეგრძნება, ცდილობს შექმნას იდეალური იმიჯი, რადგან ეს მისთვის ბუნებრივია. ის არ დაიშურებს დროს საკუთარ თავზე ზრუნვისთვის და იცის როგორ მიაღწიოს ამას მინიმალური ხარჯებით.
ლომი მესამე ადგილზეა
ეს ნიშანი თავს ლამაზად თვლის. მას სურს ყოველთვის იყოს ყველას ყურადღების ცენტრში და უყვარს მისი მიმართულებით ქების და აღტაცების მოსმენა. ლომი ყოველთვის საკუთარ სტილს მიჰყვება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარეგნულად ლამაზად გამოიყურებოდეს.
მერწყულები მეორე ადგილზე არიან
ეს ნიშანი ძალიან მიმზიდველია არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც. პატარა ასაკიდანვე მერწყული ყურადღებით აკვირდება საკუთარ თავს და ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს. ყოველთვის პოულობს დროსა და ფულს, რათა უფრო მიმზიდველი იყოს. თავის მოვლა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბევრი მერწყული თავის ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურება.
პირველი ადგილი სამართლიანად ეკუთვნის ქალწულს
ეს ნიშანი ყოველთვის განსაცვიფრებლად გამოიყურება, მაშინაც კი, თუ მას არ აქვს ბუნებრივად აღმაფრთოვანებელი სილამაზე. მათ არ შეუძლიათ ცუდად გამოიყურებოდნენ, რადგან მათ აქვთ სრულყოფილების თანდაყოლილი გრძნობა. ქალწულები ფრთხილად არჩევენ კოსმეტიკას და გარდერობის ნივთებს. თავის მოვლისთვის არ დაიშურებს ძალისხმევას და ფულს.